საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაცია ICF-მა (ფონდი-
მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ) ხობის მუნიციპალიტეტის თემების საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენლებთან ტრენინგები ჩაატარა, რომელიც თემისა და უნარ-ჩვევების განვითარებასა
და პროექტის წერის შემუშავების პრინციპებს
ეხებოდა.
ტრენინგები
4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ხობის მუნიციპალიტეტის
22 ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი იღებდა.
აღნიშნული
ტრენინგი წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის
შემადგენელ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობისთვის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, არსებული ყოფის გაუმჯობესებას და
შემდგომი სამომავლო ორიენტირების განსაზღვრას.
გეგმის მომზადებისას
განისაზღვრა განვითარების
ხედვა, სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და კონკრეტული პროექტები.
ტრენინგზე
შემუშავებული პროექტები ადგილობრივ ხელისუფლებასა
და დონორ ორგანიზაციებს წარედგინებათ, როგორც სამოქმედო გეგმა, რომელიც მომავალი წლების
ბიუჯეტის დაგეგმარების ძირითადი ორიენტირია.