ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ თათბირზე განხილულ იქნა, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი უახლოესი სამუშაოები. ინფორმაციებით გამოვიდნენ ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ისაუბრა სოფლებში საშემოდგომო სამუშაოების, ზამთრის სეზონისათვის მზადების პროცესზე. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისათვის ხელშეწყობის მიზნით სოციალური და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებს მისცა დავალება, მათთვის შესაძლო დახმარების ფორმატის განსახორციელებლად.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სულიერების კერის, პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში მუნიციპალიტეტის თითოეული ერთეულიდან მოსახლეობის აქტიურობაზე. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისა და კურთხევის მადლი თითოეული ხობელისათვის არის საუკუნის მოვლენა, ამიტომაც ეს თანაჩართულობა- მადლითაა გაჯერებული. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება და 4 დეკემბერს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების Dდღეს ეკურთხება.