დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში,ტურნირი მის მშობლიურ სოფელ ხეთაში გაიმართა, შეჯიბრში მონაწილეობას 8 გუნდი იღებდა.
1 ადგილი დაიკავა
და გარდამავალი თასის მფლობელი გახდა ხეთის ცენტრის გუნდი, II ადგილზე
კი ხობის ფეხბურთელთა გუნდი გავიდა,
ხოლო III ადგილი საქირიოს უბნის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის
დაფინანსებითა
და მისივე ორგანიზებით ჩატარდა.