ხობში მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა




24 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპორტისა და  ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა,  რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობის თვითრეალიზაციის, მიღებული ცოდნის გაღრმავებისა და ცხოვრებაში დანერგვის ხელშეწყობაა.
 კონფერენციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა  საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ, რომლებმაც თემები სამოქალაქო საზოგადოების არსზე,  მისი განვითარების გზებზე, მსოფლიოს მხატვართა შემოქმედებასა და ქართული ფოლკლორის შესწავლის საკითხებზე წარმოადგინეს.
გამარჯვებული ნაშრომების ავტორები პირველი  და მეორე ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.