ხობის მუნიციაპალიტეტის გამგებელმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა



სოფელ პირველ მაისში საკვიკვინიოს უბანში შეკეთებულ იქნა  ამორტიზებული ხიდ- ბოგირი. სამუშაობის ფარგლებში  გამაგრებულ იქნა  შუალედური ხიმინჯები, მონილითური ბეტონისაგან გაკეთდა  სანაპირო ბურჯები, , შეკეთებულია  მალის ნაშენი,  სავალი ნაწილი და  მოაჯირები,    გარემონტებული  ხიდ- ბოგირი ექსპლუატაციაში შევიდა .
         სალომაიოს უბანში ამავე პროგრამით  მოწყო ახალი ხიდ- ბოგირი, ქვიშა- ხრეშოვანი საგებით,  სათავისებითა და  მონოლითური რკინაბეტონის წყალამრიდი ფრთებით., რაც მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს  გზის ამ  მონაკვეთზე  გადაადგილებას.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ შესრულებული სამუშაოები  დაათვალიერა მუნიციაპალიტეტის გამგებელმა  იგორ ტყებუჩავამ, რომელმაც მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  2011 წლის  ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით ’’უკვე შესრულებული სამუშაოების ეფექტურობა- თავად მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს.  სამუშაო გასვლის ფარგლებში დაათვალიერა  მდინარე მუნჩიაზე    ახალი ბონდის ხიდისა და სანაპირო ბურჯების მოწყობითი სამუშაოები,  სადაც გასათვალისწინებელია კონკრეტული მითითებები,   ტექნიკური და ბუნებრივი  ნიუანსები.    
  მუნიციპალიტეტის გამგებელი   2011 წლის  განმავლობაში  შესრულებული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და ასევე მომავალი წლისათვის გასათვალისწინებელი საკითხების  ადგილზე გაცნობის მიზნით განაგრძობს ტერიტორიულ ერთეულებში სამუშაო გასვლებს.