ხობში მრავალფეროვანი
პროგრამით ცირკი „შაპიტო“ ჩამოვიდა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს საცირკო დასის
„სუპერ პროგრამას“ წარმოადგენს. სანახაობა დაიწყება 21 ოქტომბერს და გაგრძელდება 25 ოქტომბრამდე
ყოველ დღე 15:00 საათზე.
საცირკო
დასის საორგანიზაციო ჯგუფმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ბავშვებს
200 ბილეთი საჩუქრად გადასცა.