იგორ ტყებუჩავას დაკავება 28 ოქტომბერი 2011 წელი

Зугдиди, 31 октября, ГРУЗИНФОРМ. Сотрудники Департамента конституционной безопасности задержали гамгебели Хоби Игоря Ткебучава за нарушения, выявленные при проведении тендеров. Задержанный доставлен на допрос в Тбилиси. Заместителям Ткебучава не известно, за что конкретно его задержали. Георгий Гацерелия и Рала Чемия заявляют, что Игорь Ткебучава был хорошим гамгебели и они не понимают, за что его можно было арестовать.
В Хобской полиции не говорят о причинах задержания и заявляют, что все установит следствие. Напомним, что Игорь Ткебучава был назначен Хобским гамгебели в 2009 году. Его задержали 28 октября 2011 года, в ночное время.

წყარო/Source: http://ru.saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=6469:gamgebeli-xobi-arestovan&catid=42:pravo&Itemid=400#ixzz2FlvyIhhg




В Грузии на получении взятки задержан глава муниципалитета Хобского района


Игорь Ткебучава гарантировал бизнесмену победу в тендере, проводимым ведомством за вознаграждение в размере 5000 лари. Уголовное дело расследует Департамент конституционной безопасности МВД Грузии.
---------------------------------------------------------------
07:14 / 18-11-2012
იგორ ტყებუჩავა: "ჩემი საქმე როლანდ ახალაიას ნიურნბერგის პროცესი იქნება!"
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხობის გამგებელი იგორ ტყებუჩავა 2011 წლის 28 ოქტომბერს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. იგორ ტყებუჩავამ გლდანის საპყრობილეში ერთწლიანი სასჯელი მოიხადა. ის ამბობს, რომ როლანდ ახალაიას პირადი პატიმარი იყო და ამიტომ პროკურატურაში ახალაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

- როდესაც ხობის გამგებლად დავინიშნე, ხობში მეწარმეებთან და საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე განვაცხადე, რომ რაიონში შერჩევითი სამართალი მოისპობოდა. თურმე ეს "ნაციონალური მოძრაობის" ენაზე მტრობას ნიშნავს და ამ განცხადების შემდეგ დაიწყო ჩემი დევნა... როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, სასწრაფოდ დაიწყეს "სახელმწიფოსთვის მნი­შვნელოვანი საქმეების" მოწესრიგება და ეს საქმე ახალაიების ოჯახთან დაახლოებულ აგენტს, მეწარმე დავით ქუხილავას დაავალეს. ნაცმოძრაობის აგენტები ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ ჩემზე. თვითონ აყალბებდნენ ტენდერებს, მექრთამეობდნენ, მილიონებს იხვეჭდნენ და მე მაბრალებდნენ. ქუხილავას ხობში 4 ტენდერი ჰქონდა მოგებული... ერთ დღესაც, როცა ქუხილავასთან ერთად წავედი მისი ობიექტების დასათვალიერებლად, მან გზაში ამოიღო ფული და ააფრიალა, თუმცა ამ თანხისთვის ხელიც არ მიხლია... ორი დღის შემდეგ, როდესაც ჭალადიდიდან ხობში ვბრუნდებოდი, ალყა შემომარტყა კუდ-ის რაზმმა, წამიყვანეს "მოდულის" შენობაში და ახსნა-განმარტების გარეშე შემაგდეს იზოლატორში. ჩემი კაბინეტის გასაღები ჩემს ოჯახს ძალით წაართვეს, ქურდულად შეიპარნენ კაბინეტში და სეიფში დადეს ფული. შემდეგ კი სეიფი გააღებინეს ჩემს თანამშემწეს და ვითომ ნივთმტკიცება ამოიღეს. ქუხილავამ დაწერა, რომ ფული მან მომცა ქრთამად. აი ასე, ვითომ ნივთმტკიცებების ქურდულად დადებით აღმოვჩნდი გლდანის საპყრობილეში... სამეგრელო ზემო-სვანეთის პროკურორი როლანდ ახალაია სურვილისამებრ იჭერდა ადამიანებს გამოგონილი ბრალდებებით, ასიათასობით ლარი კი მავანთა ჯიბეებში ილექებოდა. როლანდ ახალაიამ პირადად მითხრა: მშვიდად ვერ იქნები, ხაფანგს დაგიგებო.

როლანდ ახალაია ტირან ნერონივით იქცეოდა - ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. მის კაბინეტში წყდებოდა, ვინ რომელ თანამდებობაზე დაინიშნებოდა სამეგრელოში და ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. ავრცელებდა ჭორებს, აყალბებდა არჩევნებს და უკანონოდ დაჭერილებს უდებდა ე.წ. ნივთმტკიცებებს. ის, რასაც ადრე კრიმინალები აკეთებდნენ, ხელისუფლების მიერ კეთდებოდა როლანდ
ახალაიას პროკურორობის პერიოდში, როლანდ და დათა ახალაიების ბრძანებებს ბრმად ასრულებდნენ რამაზ ლიპარტია, ბაჩუკი ლაგვილავა, თეიმურაზ ბოჭორიშვილი, დიმა ჭაკუა, რუსლან შამახია, შარდენ კოპალიანი, კობა მსხილაძე და ლევან შელია - ისინი ყალბ ჩვენებებს აწერდნენ ხელს.

- როგორც ვიცი, ჩვენებაზეც იძულებით მოგაწერინეს ხელი...
- გაუგონარი ზემოქმედებისა და წამების გამო იძულებული შევიქენი, დაკითხვის ოქმზე ხელი მომეწერა. სხვა გამოსავალი არ მქონდა - ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. მქონდა პარლამენტარ ფრიდონ თოდუას, ჭყონდიდის ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს და სხვების რეკომენდაციები, მაგრამ ახალაიებისთვის ხელსაყრელი არ იყო წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი გარეთ ყოფნა - სიმართლე რომ არ მეთქვა. ციხეში გაუსაძლის პირობებში მიწევდა ყოფნა. თავდაპირველად ჩემზე საშინლად ზემოქმედებდნენ: პირველი 4 დღის განმავლობაში ერთი ჭიქა წყალიც არ მომიტანეს. შემდეგ ხერხემლის მალაც დამიზიანეს... იყო ასეთი შემთხვევაც: გლდანის ციხის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ე.წ. კარმუშკა გააღო და პატიმრებს უთხრა, პირი გააღეთ, უნდა ჩაგაფურთხოთო. ვინც პირველმა თქვა უარი, ერთი "დუბინკა" პირში ჩაუდო, ხოლო მეორე "დუბინკით" იმდენი ურტყა, ვიდრე ყველა კბილი არ ჩაუმტვრია. ციხეში წიგნიც დავწერე - "გამგებლის თვალით დანახული სააკაშვილ-ახალაიას რეჟიმი". ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ პატიმრები გაიძახოდნენ: ოღონდ ბიძინა მოვიდეს ხელისუფლებაში და წლებს კიდევ დავიმატებთო. როდესაც ცნობილი გახდა არჩევნების შედეგები, ციხე სიხარულისგან გუგუნებდა.

- კარგად იცნობთ როლანდ ახალაიას?

- რასაკვირველია, ის ხომ ჩემი თანა­სოფლელია. მისი ოჯახი სააკაშვილის კარზე უფრო რომ დაფასებულიყო, იმიტომ დამაპატიმრა... ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საქმე როლანდ ახალაიასთვის ნიურნბერგის პროცესი იქნე­ბა.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/65641-igor-tyebuchava-qchemi-saqme-roland-akhalaias-niurnbergis-procesi-iqnebaq.html#ixzz2FlzKYjgD

---------------------------------------------------

დაკავებულია თუ არა ხობის რაიონის გამგებელი

კორუფცია,
ნეტგაზეთი
ხობის ერთ-ერთმა მცხოვრებმა  ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ხობის რაიონის გამგებელი იგორ ტყებუჩავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარაკევს, 28 ოქტომბერს, გამგეობის წინ შენობიდან გამოსვლის დროს დააკავეს. მის დაკავებას ხობის მცოხვრებთა ნაწილიც შეესწრო.
ხობის ერთ-ერთმა მცხოვრებმა  ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ხობის რაიონის გამგებელი იგორ ტყებუჩავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარაკევს, 28 ოქტომბერს, გამგეობის წინ შენობიდან გამოსვლის დროს დააკავეს. მის დაკავებას ხობის მცოხვრებთა ნაწილიც შეესწრო.
ხობის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი გაწერელია ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს. ”ამ საკითხზე არაფერი არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ დღეს სამსახურში არ გამოჩენილა,”- განუცხადა გამგებლის მოადგილემ ნეტგაზეთს. ინფორმაცია გამგებლის მეორე მოადგილემ, ლარა ჩემიამაც არ დაასტურა. მისი თქმით, ბოლოს მან იგორ ტყებუჩავა პარასკევს, სამუშაო დღის ბოლოს ნახა, გამგებელი კი დღეს, ორშაბათს, 31 ოქტომბერს, სამსახურში არ გამოჩენილა. როგორც ლარა ჩემია ამბობს, ამბის გასარკვევად ჯერ არ შეხმიანებია გამგებლის ოჯახს, რომელიც თბილისში ცხოვრობს.
წყარომ, რომელსაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურს, ნეტგაზეთს უთხრა, რომ ხობის გამგეობის თანამშრომლები გამგებლის დაკავების დეტალებისა და მიზეზის  გაგებას მისი ოჯახის მეშვეობით შეეცადნენ, თუმცა მათ ზარებს არავინ უპასუხა. ჩვენ დავრეკეთ გამგებლის პირად მობილურ ტელეფონზე, მაგრამ ნომერი გამორთულია, სახლის ტელეფონს კი არავინ პასუხობს.
ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურთანაც შეეცადა, თუმცა შსს-ს პრესსამსახურისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები სატელეფონო ზარებს, ჯერეჯრობით, არ პასუხობენ. იუსტიციის სამინსიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა იოსავა კი დაგვპირდა, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს და თუ გამგებელი დაკავებულია, გაარკვევს, რა გახდა ამის მიზეზი და აღძრულია თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.
ნეტგაზეთის წყაროს ცნობით, წლების განმავლობაში ხობის რაიონის გამგებლებს სამსახურეობრივი საქმიანობის გამო პრობლემები სამართალდამცავებთან არაერთხელ შექმნიათ. მაგალითად, სამართალდამცავები იძიებდნენ იგორ ტყებუჩავას წინამორბედის - რობერტ გვიჩიას საქმეს, რომელიც დაკითხვის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისულეს. ოფიციალურად მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გვიჩია თანამდებობაზე 2006-2009 წლებში მუშაობდა. იგორ ტყებუჩავა კი ხობის რაიონის გამგებლის პოსტს სწორედ 2009 წლიდან იკავებს.
წლების წინ დააკავეს უკვე ყოფილი გამგებელი - ანგული მიქავა, რომელმაც სასჯელიც კი მოიხადა. კანონთან შექმნილი პრობლემების გამო ჯერ კიდევ ”ვარდების რევოლუციამდე” დააკავეს ხობის ერთ-ერთი გამგებელი თემური გერგაია.
ხობის ამჟამინდელი გამგებლის, იგორ ტყებუჩავას შესახებ მიღებულ ახალ ინფორმაციას ნეტგაზეთი დაუყონებლივ მოგაწვდით.