ხობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი ქართული ფეხბურთის ლეგენდებით, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებითა და ფესტივალისთვის შექმნილი ახალი სიმღერების პრემიერით დასრულდა



    18 საათზე ხობის ცენტრალურ სტადიონზე მურთაზ ხურცილავას, ვლადიმერ ბარქაიას და გიორგი სიჭინავასადმი მიძღვნილი საღამო დაიწყო, რომელსაც ფესტივალის სტუმრებთან ერთად ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ,  ღონისძიების სპორტული ნაწილი  ცნობილ სპორტულ კომენტატორს ჯამლეტ ხუხაშვილს მიჰყავდა. მოედანზე პარალელურად მიმდინარეობდა ახალი თაობის საერთაშორისო საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელთა სპორტულ-სანახაობრივი პროგრამა. ხობის ცენტრალურ მოედანზე ერთად იდგა ფეხბურთის ღირსეული წარსული და მომავალი.

    მურთაზ ხურცილავა და ვლადიმერ ბარქაია გულთბილად მიესალმნენ ხობის ფესტივალს და მშობლიურ კუთხეს, აღნიშნეს, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ ჩამოვიდა გიორგი სიჭინავა.

      ფეხბურთის სამ ვარსკვლავს სცენაზე  22 მეგრული სიმღერის პრემიერით სხვადასხვა  ქვეყნის შემსრულებელი შეენაცვლნენ. ფესტივალზე  აჟღერდა ზურაბ ჩიქოვანის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ოჩამჩირე საფიცარო ქალაქო“. გალა-კონცერტზე გამოვიდნენ დათო ხუჯაძე, ევა რივასი (სომხეთი) ეთერ კაკულია, თემურ და ელიზა ბოჯგუები, ხატია გადელია, დიანა დიეზი, ვასილ აკიმოვი (რუსეთი), დიანა ლაბაძე, ბასილაიას ანსამბლი, ბოშათა ანსამბლი „რადანიკი:, მირონ შაშენკო(ბელორუსია) ელენეფოჩხუა, ლაშა გასვიანი, ფიქრია მამფორია, პატარა ხობელი მომღერლები ნინო გოთოშია და ანა ვეკუ. კონცერტის განუმეორებელი ნაწილი იყო სპეციალურად  ფესტივალისთვის შექმნილი სიმღერა „ხობი“. რომელიც  ფესტივალის მონაწილეებთან ერთად გოდერძი ბუკიამ შეასრულა.

გალა-კონცერტი ფესტივალის ჰიმნითა და ფეიერვერკით დასრულდა. ხობში მომავალი ფესტივალი 2013 წელს გაიმართება და წარმოდგენილი იქნება პროგრამა - „მზიური ფესვებიდან“.