30 სექტემბერს,
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) მექანიზაციის პროექტისა და (AMP) საქართველოს
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ხობის მექანიზაციის სერვისცენტრი
შ.პ.ს. „რუკა მაპპინგი“ გახსნეს. აღნიშნული პროექტი ქვეყნის თავისუფალ და განვითრებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება.
ცენტრში
ამჟამად 8 ტრაქტორი და 21 სამანქანო იარაღია,
მათ შორის სიმინდის ამღები კომბაინი, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ ადგილობრივ ფერმერებს,
ისინი მიიღებენ მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას.
პროექტის მეშვეობით სოფელში ახალი სამუშაო ადგილები
შეიქმნება, ცენტრის არსებობა კი ხელს შეუწყობს
სოფლის მეურნეობის აგრარული კუთხით განვითარებას.
გახსნის
ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი
იგორ ტყებუჩავა დაესწრო. გამგებელმა ცენტრის
მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ადგილობრივი
ფერმერებისათვის მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი
ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს
მუშახელის დასაქმებას, რაც სოფლის მეურნეობის
განვითარებისათვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.