მუნიციპალიტეტის გამგებელი ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტებთან ადგილზე ეცნობა სტიქიის შედეგად დაზიანებული დამბების აღდგენის პროცესებს დაბალი ზონის სოფლებში. 27 სექტემბერს სამუშაო გასვლისას დაათვალიერა პატარა ფოთი -შავღელის მონაკვეთი, სადაც კონკრეტულ უბნებზე არსებული მცირე ხარვეზი დაფიქსირდა. გამგებელმა ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტებს დაავალა საკითხის კოორდინირება და აღნიშნა, რომ ეს მონაკვეთი განსაკუთრებული რისკის ზონაა წყალდიდობებისას და მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მდინარის კალაპოტის თავისებურებით ნაპირსამაგრი დამბების საიმედოობის განსაზღვრა.