უნიკალური აღმოჩენა სოფელ თორსის ტერიტორიაზე ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, რომელიც უძველესი კოლხური ნამოსახლარების სიჭარბით გამოირჩევა ქართველ და უცხოელ მეცნიერ- არქეოლოგთა ინტერესის სფეროშია. კვლევის საგანი ამ ეტაპზე სოფელ თორსის ტერიტორიაზე არსებული ,,დიხაგუძუბაა’ სადაც გათხრები სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. არქეოლოგიური გათხრების დაწყებამდე მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრისას, ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა გამოთქვეს წინასწარი ვარაუდები, რომლებიც პრაქტიკულად განმტკიცდა. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის მეცნიერთა და სტუდენტთა ჯგუფმა- პირველი აღმოჩენები დააფიქსირეს.. სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ბატონ ჯონი აფაქიძის განცხადებით აქ აღმოჩენილი უძველესი კერამიკული ნაკეთობები, ასევე ბრინჯაოსა და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები, ისტორიულ- არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს და უფრო დიდი სტიმულია, ხობის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ძიების გასაგრძელებლად.