საჯარო სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო


   15 სექტემბერს მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკალსელებმა პირველი სასწავლო წლის პირველ დღეს პრეზიდენტის საჩუქარი- ნეთბუქი `ბუკი” მიიღეს, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ სასწავლო წიგნები. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებს, მშობლებს , მოსწავლეებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ და გამგეობის რწმუნებულმა ქალაქ ხობში კარლო ჯობავამ.