ფესტივალის ქალაქების მეგობრობა



 ხობის საერთაშორისო ფესტივალმა კიდევ ერთ შესანიშნავ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, ეს არის ფესტივალის ქალაქების მეგობრობა. საპასუხო მოწვევით რომელიც არხავის საერთაშორისო ფესტივალზე ხობის სახელით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლმა იგორ ტყებუჩავამ წარმოთქვა, ფესტივალის დღეებში ხობს არხავის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები და არხავის ხელძღვანელობა ესტუმრა. მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ფესტივალის დღეებმა. მუნიციპალიტეტის გამგებელთან საუბრისას გამოიკვეთა ერთობლივი ფოლკლორული პროექტის განხორციელების პერსპექტივები, რითაც მომავალ ფესტივალზე ორი ფესტივალის ქალაქი ერთად წარადგენს მეგრულ სიმღერებს.