ხობის კულტურის სასახლეში მოეწყო საფესტივალოდ გამოცემული მასალების პრეზენტაცია



 17 სექტემბერი- ხობის საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს ხობის კულტურის სასახლეში მოეწყო საფესტივალოდ გამოცემული მასალების პრეზენტაცია, სადაც რვა ახალი გამოცემა იქნა წარმოდგენილი. ,,სიმღერა სამეგრელოზე”—ფესტივალისადმი მიძღვნილი საიუბილეო ალბომები, ჟურნალ ,,ივერიელნის’’ სპეციალური გამოცემა, ვლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავას და გიორგი სიჭინავასადმი მიძღვნილი ილუსტრირებული დიალოგი. მეოთხე ფესტივალზე გამართული ალექსანდრე ბასილაიას ბენეფისის ვიდეო- დისკი ანსამბლ ,,გორდელას სასაჩუქრო აუდიო და ვიდეო დისკების კრებული. მუზეუმში გაიხსნა გორდელას იუბილისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია. ჩატარდა ახალგაზრდა ფოლკლორისტა და მუსიკათმცოდნეთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია. ხალხური სიმღერის მუზეუმს ესტუმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საქართველოს მთავრობის წევრები.