ხობში არსებულ უძველეს ნამოსახლარებზე მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები დაიწყო


    ხობში   არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ  დაწყებულია გათხრები, რომლის მიზანია   უძველესი ნამოსახლარების    ,,დიხაგუძუბების’’ შესწავლა.
 ექსპედიციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელობა:  სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის  რექტორი ჯონი აფაქიძე,  არქეოლოგიიის  ინსტიტუტის დირექტორი  ვახტანგ ჯაფარიძე,   ბერლინის თავისუფალი  უნივერსიტეტის  წარმომადგენელი  ტობიას  მორდსი  ესტუმრნენ  მუნიციპალიტეტის გამგებელს იგორ ტყებუჩავას.  შეხვედრაზე  ისაუბრეს    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ,,დიხაგუძუბებისადა ასევე ხობის  ჯერ კიდევ შეუსწავლელი მიწისქვეშა ისტორიული ძეგლების კვლევის აუცილებლობაზე.   მომდევნო კვირიდან არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩაერთვებიან  უნივერსიტეტის სტუდენტები.