მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის შენობის რეაბილიტაცია გრძელდება


ხობში დაიწყო მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის შიდა ინტერიერისა და სახურავის სტიქიისაგან  დაზიანებული ნაწილის     სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები.  მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ 2010 წელს განხორციელებული   საკონცერტო დარბაზის რეკონსტრუქცია- რეაბილიტებამ  შესაძლებელი გახადა   სხვადასხვა საინტერესო  ღონისძიებების  ჩატარება.  დარჩენილი ნაწილი, სადაც ძირითადად სასწავლო-საწრეო  სწავლება   მიმდინარეობს - მიმდინარე პროექტით მაღალხარისხიანად უნდა შესრულდეს, რითაც ახალი სასწავლო წლიდან  ,,განათლების ცენტრის’’  სკოლისგარეშე კულტურულ- საგანმანათლებლო აღზრდა მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში განხორციელდება.
 ამასთანავე აღნიშნა  მომავალი წლის  ბიუჯეტში შენობის გადახურვისათვის  საჭირო თანხების მოძიების შესაძლებლობა.