სამუშაო შეხვედრა გამგეობაში


     29 აგვისტოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის  სააქტო დარბაზში შედგა სამუშაო შეხვედრა   გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან. სადაც   6 თვის მონაცემებზე  და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს გამგებლის მოადგილემ რალა ჩემიამ,  გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების   ხელმძღვანელებმა,  გამგეობის რწმუნებულებმა ტერიტორიულ ერთეულებში.  ყურადღება  გამახვილდა  ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ პირველი ეტაპის შედეგებსა და   მეორე ეტაპისათვის  დაგეგმილ პროექტებზე.  ასევე  ზედამხედველობის სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და შესასრულებელ ვალდებეულებებზე.სოციალურად დაუცველი მოსახლეობის,  იძულებით გადადადგილებულ პირთა და ვეტერანთა დახმარების შიდა მუნიციპალურ პროგრამებზე.      
      კულტურულ- სპორტული და ახალგაზრდული პროგრამების  განხორციელებასა და  ხობის საერთაშორისო ფესტივალისათვის  მზადებაზე, ასევე საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე.
    სამუშაო შეხვედრა შეაჯამა  მუნიციპალიტეტის გამგებელმა  იგორ ტყებუჩავამ, რომელმაც  კონკრეტული  დავალებები მისცა  თითოეულ  სამსახურს, თითოეულ პასუხისმგებელ პირს და  საჯარო მოხელეთა  სახელწიფოებრივ ფუნქციასა და  მოვალეობებს გაუსვა ხაზი, ასევე ისაუბრა მოქალაქეთა თანაჩართულობაზე, ტერიტორიულ ერთეულებში პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისას. მონიშნულ იქნა   2012 წლის ბიუჯეტისათვის გასათვალისწინებელ საკითხები.