ხარისხი- ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ მთავარი მოთხოვნა



სოფელ ნოჯიხევის #1 საბავშვო ბაღში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს შენობის ძირითადად ნაწილს. სარემონტო სამუშაოს მიმდინარეობა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ. აღინიშნა, რომ მთავარია პროექტით გათვალისწინებული ყველა სამშენებლო დეტალი ხარისხიანად და დეფექტების გარეშე შესრულდეს. რაც შეეხება სკოლამდელი დაწესებულების დანარჩენ ნაწილს, ბავშვთა საძინებელ და დამხმარე ოთახებს, საჭიროა ასევე გათვალისწინდეს მათი რემონტი. საბავშვო ბაღის ეზოში ამავე პროგრამით მოეწყობა ჭაბურღილი.