ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ტერიტორიული ერთეულის - მიმდინარე პროექტი და სამომავლო გეგმები


ხობის მუნიციპალიტეტის ახლადჩამოყალიბებულ ადმინისტრაციულ ერთეულში, შავღელეში დაიწყო შიდა გზების მოხრეშვა. 18 აგვისტოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე პროექტთან ერთად განიხილა სოფლისათვის პრიორიტეტული საკითხები. ამ ეტაპზე, უმთავრესია სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შიდა გზების, ასევე ადმინისტრაციული შენობის გახსნა, რასაც შემდგომი სამუშაოების დაგეგმარება მოყვება. უბნიდან სოფლად ჩამოყალიბება ცალკე პირობებს გვიყენებს ისე, როგორც ხელისუფლებას, ასევე თითოეულ მაცხოვრებელს განაცხადა მან. მოსახლეობამ ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ . შავღელის მოსახლეობა მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინშია.