,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ სოფელ პირველ გურიფულში შესრულდა ბუნებრივსაფარიანი მინი- სტადიონის მოწყობითი სამუშაოები. განხორციელდა ლითონის ბოძების წერტილოვანი ჩაბეტონება, დამუშავდა გრუნტი, მოწყობილია მავთულბადის ღობე ლენტური მონოლითური ბეტონის საძირკვლით, ჩამონტაჟებულია მავთულბადიანი პანელის კარები, ასევე დამონტაჟდა განათების სისტემა. სტადიონი კიდევ ერთი სპორტული ობიექტია, რომელის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ შეემატა მუნიციპალიტეტის სოფლებს.