ტერიტორიულ ერთეულებში სამუშაო გასვლები გრძელდება


სოფელ ახალ ხიბულაში   მოეწყო შეხვედრა   ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც განხილულ იქნა   სოფლის მოსახლეობისათვის  უმთავრესი საკითხები  , როგორიცაა, მიწის შესყიდვისათვის  დადგენილი ვადები და კრიტერიუმები,   ასევე    ჭანისწყლის ადიდების შედეგად  დატბორილი ფართობების შესახებ  შესაბამისი ღონისძიებების  გატარებისა და  შიდა გზებზე მოხრეშვითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა.  . მოსახლეობამ  მოითხოვა  ჭანისწყალზე ხიდ- ბოგირის მოწყობის  გათვალისწინება 2012 წლისათვის,  რაც პრივატიზებულ ტერიტორიებამდე მისვლას გაადვილებს .  
 მუნიციპალიტეტის გამგებელმა  ბატონმა  იგორ ტყებუჩავამ  განაცხადა, რომ   უმთავრესი  წინაპირობა ხელისუფლების სტრატეგიისა ის არის , რომ მაქსიმალურად იქნეს შესწავლილი მოსახლეობის მოთხოვნები, პრობლემები და ის რაც კეთდება 2011 წელს,  იყოს ეფექტური,   ხოლო ამთავითვე დაიწყოს ზრუნვა  2012 წლისათვის გასათვალისწინებელ  საკითხებზე, რაც სოფელს  გამოადგება. სოფელში ინვესტიციაც უნდა შემოვიდეს,   რეალურად განვითარდეს  და შეიქმნას დასაქმების    დამატებითი კერა.