მოსახლეობის არჩევანი და პროგრამის მიმდინარეობა




 სოფელ ხეთაში  ოხვამეკარის უბნამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც  რკინიგზის  ხიდს ქვეშ  გადის  წლების განმავლობაში  სანიაღვრე არხების მოუწყობლობით შექმნილი  პრობლემის გამო  გადაადგილებისას  დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
 ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში  ამოიწმინდა არსებული არხები, რომლის ირგვლივ მოეწყო  მონოლითური ფილები,  ასევე  წყლის გადამყვანი ცხაური, წყალამრიდი ჯებირი  და  ბეტონის საფარი, რამაც   გზის ამ მონაკვეთზე  არსებული პრობლემა  გადაჭრა. ამავე სოფელში მდინარე ოჩხომურზე-ახალი ხიდ- ბოგირი მოეწყო, სადაც  ჩამაგრებულ იქნა   სანაპირო ბურჯები, კეთილმოეწყო  ხიდ- ბოგირის სავალი ნაწილი,   ასევე  ფოლადის ფურცლოვანი მასალით გაკეთდა მოაჯირი.
 სამუშაოები დაათვალიერა  მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა  იგორ ტყებუჩავამ,რომელიც შეხვდა ამ უბნის მოსახლეობას. გამგებელმა  შეხვედრისას განაცხადა., რომ  მოსახლეობის არჩევანი  და პროგრამის მიმდინარეობა  ხარისხმა უნდა განაპირობოს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’- სოფლის   სხვა უბნებშიც აქტიურად განხორციელდება, გამგებელმა  მოუწოდა მათ,   რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას  იკონტაქტონ  გამგეობის  შესაბამის სამსახურებთან.