საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  ინფორმაციული სახის შეხვედრა გამართა. ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელ ნოდარ ჯიქია, სხვა წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ იგორ ტყებუჩავას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურების  წარმომადგენლებს შეხვდა.
 შეხვედრა ინფორმაციული სახის იყო, სადაც სტუმრებმა ისაუბრეს ბოლო დროს საქართველოს  კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე,  მიიღეს რეკომენდაციები მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად.საინტერესო დისკუსია გაიმართა  პოლიტიკურად რეპრასირებულთა თემაზე.
 დასასრულს საზოგადოების წევრებმა კითხვით მიმართეს სტუმრებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.