22 ივნისს დასრულდა ხობელი ჟურნალისტის გოგი ბუკიას სახელობის მემორიალური ტურნირი ნარდში, სადაც დარეგისტრირდა 64 ადგილობრივი მოთამაშე. შეჯიბრი რამდენიმე დღე გაგრძელდა, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-3 ადგილი დაიკავა სოფელ საჯიჯაოს მკვიდრმა კუკური ქაჯაიამ, მე-2 ადგილზე გავიდა ნუკრი ბუკია - ხეთა, ხოლო І ადგილს შარაშანდელი ტურნირის გამარჯვებული ხობელი ნოდარი ხურცია დაეუფლა.
თითოეულ გამარჯვებულს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული ფასიანი საჩუქრები გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა რალა ჩემიამ გადასცა. პირველი ადგილზე გასული მოთამაშე მონაწილეობას მიიღებს ІV საერთაშორისო ნარდის ტურნირში, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ჩაქვში გაიმართება.