ხობის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მავნებლის – ამერიკული პეპელას
საწინააღმდეგო ქიმიური ღონისძიებები მიმდინარეობს, რაც ამ მავნებლის
წინააღმდეგ გატარებული კომპლექსური დაცვითი ღონისძიებების შემადგენელი
ნაწილია. მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე შესხურების მეთოდით მუშავდება
საკარმიდამო და სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთები. ტექნიკურ ღონისძიებებს
ახორციელებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
ეროვნული სამსახური.