მოსახლეობის ჰიბრიდული ჯიშის სიმინდით დაინტერესების გარანტი მცენარის კლიმატმედეგობა და მაღალი მოსავალია
საქართველოს ხელისუფლების მიერ- აგრარულ პოლიტიკაში შეტანილი ინოვაცია, რომელიც კლიმატმედეგი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად- ხობის მუნიციპალიტეტში გაზაფხულიდან დაიწყო. დროულად იქნა მოწოდებული სათესლე მასალა ,რომელიც მუნიციპალიტეტში აგროვადების სრული დაცვით დაითესა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე- ივნისის წყალდიდობებმა და ხშირმა წვიმებმა მნიშვნელოვნად დააზარალა, ისე როგორც ადგილობრივი, ასევე ჰიბრიდული სიმინდის ჯიშის ფართობები. მიუხედავად სტიქიისა, მოსახლეობამ , ფერმერებმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადეს პირველი წლის მოსავლის მისაღები ღონისძიებების გასატარებლად. მუნიციპალიტეტის გამგებელი გაეცნო იმ ფართობებს, სადაც ჰიბრიდული სიმინდია დათესილი, რათა შეისწავლოს ისე , როგორც სანიმუშო ფართობები, ასევე – ნაკლებად შემოსავლიანი ნაწილები, რათა მოხდეს სამეურნეო- საპროგნოზო ანალიზი. გამგებელმა ისაუბრა მოსახლეობასთან, სადაც აღინიშნა, რომ მოსახლეობის მიერ უფრო ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული, სახელწიფოსგან შემოთავაზებული დაზღვევისა და იაფი საბანკო- საკრედიტო წინადადებები, რაც რეალურად გაზრდიდა ასეთი ჯიშის მარცვლეული კულტურით დათესვისა და აგროტექნიკის გამოყენებისათვის საჭირო მექანიზმს .წელს მიღებული მოსავალი, მოსახლეობისათვის იქნება სტიმული ამ ჯიშის მარცვლეული კულტურით დაინტერესებისა, ხოლო სახელწიფო - დახმარებისა და ხელშეწყობის ეფექტურ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, რის ნაკლებობა არც წელს არ იყო, უბრალოდ გლეხი, ჯერ შედეგს ელოდება. ეს არის სწორედ სოფლის მეურნეობის დარგში ინოვაციის შემოღებისას- გათვალისწინებული ფაქტორი, სადაც აუცილებელია მაღალი შედეგის ჩვენება.