28 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ იგორ ტყებუჩავას სამუშაო ფორმატით ესტუმრა აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი ნიკოლას ალენი.შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებით წინა საპროექტო ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა დაყრდნობით აზიის განვითარების ბანკი განიხილავს აღნიშნული ნაგავსაყრელი პოლიგონის მოწყობის შესაძლებლობას.შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის უფროსები და ნაგავსაყრელი პოლიგონის ხელმძღვანელები.