21 ივნისს საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ მოიწვია გამგეობის სამსახურები, სადაც განიხილეს 20 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის საერთო სურათი და დეტალურად იმსჯელეს იმ საკითხებზე, რამაც კონკრეტული უბნებისა და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ მონაკვეთზე მოსახლეობის მხრიდან დამბების უკანონო და მიზანშეუწონელი დაზიანებას გამო, , ერთი შეხედვით უმნიშვნელო რღვევა, სტიქიის დროს გამოუსწორებელ შედეგებს იძლევა. ზედამხედველობის სამსახურს დაევალა ამ მხრივ კონტროლის გაძლიერება. აქცენტი გაკეთდა ქალაქის ქუჩების სადინრებისა და სოფლებში არსებული მთავარი არხების გამტარუნარიანობაზე . სტიქიამ დიდი რაოდენობის ნაშალი მასალა ჩამოიტანა, რაც საწრეტი არხებისა და კოლექტორების დაუყოვნებელ გაწმენდას მოითხოვს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოითხოვა გადაიხედოს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ‘’ გაკეთებული ყველა ის პროექტი, რომლის ნაკლოვანი მხარეები სტიქიის დროს გამოჩნდა და დაუყოვნებლივ გამოსწორდეს პრაქტიკული ხარვეზები. მაქსიმალური ყურადღებით და პასუხისმგებლობით შესრულდეს 2011 წლის ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ‘’ მიმდინარე სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ნაპირსამაგრ სამუშაოებს ის გათვალისწინებული პროექტით გაგრძელდება . მუნიციპალიტეტში შეიქმნა სტიქიასთან მებრძოლი შტაბი, რომელიც განთავსებულია სახანძრო- სამაშველო სამსახურის შენობაში და სტიქიის დროს გამგეობის პასუხისმგებელ მუშაკებთან ერთად შეიმუშავებენ მობილური გასვლისა და დახმარების სტრატეგიას, ასევე იქნებათ მუდმივი კავშირი მოსახლეობასა და რეგიონის სამაშველო სამსახურებთან. თათბირზე ინფორმაციებით გამოვიდნენ გამგებლის მოადგილეები გიორგი გაწერელია და რალა ჩემია, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი იური ბუკია, დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი შორენა ძაძამია.