ძლიერმა წვიმებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა




ბოლოდროინდელმა კოკისპირულმაა წვიმებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში ღელეებისა და მდინარეების უეცარი ადიდება გამოიწვია. დაინგრა ხიდები, დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გუბერნატორის მოადგილემ ვახტანგ ცხადაიამ და გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, მხარის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს დაზარალებული სოფლები: ( შუა ხორგა, ქვალონი, ოქროს საწმისის, ნოჯიხევი, ჭალადიდი და პირველი მაისი). მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით ამინიდის გაუმჯობესების შემდეგ სოფლებში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება დაიწყება
ხობსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ზარალმა ერთიანობაში 200 000 ლარს გადაარჭაბა. აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო თანხა ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად მხარის ხელმძღვანელობის დახმარებით იქნება მოძიებული.