მაისის თვეში, ხობის მონასტერში მნიშვნელოვან აღმოჩენას ჰქონდა ადგილი। პროფესორ იუზა ხუსკივაძისა და პალეოგრაფ თემურ ჯოჯუას განცხადებით ხობის ტაძრის ჩრდილოდასავლეთ სვეტის სამხრეთ წახნაგზე წარწერაა, რომელზედაც იკითხება ``წმინდა ნინო,``,ფრესკა კი ფაქტიურად არ ირჩევა, წინასწარი ვარაუდით მეცნიერებმა წარწერა მე-16 საუკუნით დაათარიღეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამეგრელოში წმინდა ნინოს ყველაზე ძველი წარწერაა, საინტერესოა, რომ წარწერის აღმოჩენა დაემთხვა წმინდა ნინოს საქართველოს შემოსვლის აღნიშვნის დღეს. ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალ აღმოჩენასთან დაკავშირებით დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ და გამგებლის მოადგილემ რალა ჩემიამ.