კოკისპირულმა წვიმამ ღელეებისა და მდინარის უეცარი ადიდება გამოიწვია

კოკისპირულმა წვიმამ, რომელმაც  ღელეებისა და   მდინარის შენაკადების უეცარი ადიდება  გამოიწვია  - პრობლემები შეუქმნა  მოსახლეობის   საკარმიდამო ნაკვეთებსა და სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს.     მუნიციპალიტეტის გამგებელმა  შესაბამისი  სამსახურების წარმომადგენლებთან  ერთად     სოფელ ხამისქურის, ხეთის,  პირველი მაისის , ნოჯიხევის  ტერიტორიულ ერთეულებში   დააათვალიერა  დატბორილი  ნაკვეთები, გამწოვი კოლექტორები, არხები.  გამგეობის რწმუნებულებს  მიეცათ  დავალება   მუშაობის განსაკუთრებულ  რეჟიმში  გადასვლისა, რაც  წვიმის  შესაძლო გაგრძელებასთანაა დაკავშირებული.