2011 წლის ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ,, ხობის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ერთეულში გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ წარმოდგენილ 94 პროექტში, საერთო ღირებულებით 722.601 ლარი, რომელიც სახელწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, გათვალისწინებულია შიდა გზების შეკეთება- მოხრეშვა, ხიდ- ბოგირების მოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზებისა და ეზოების, მოსაცდელების , სტადიონების კეთილმოწყობა. ცალკეულ სოფლებში მოეწყობა ავტოსადგომები, წისქვილი და ჭაბურღილები , შემოკავდება მოსახლეობის საყანე ფართობები, ასევე მოხდება წყალსადენი სისტემის აღდგენა- რეაბილიტაცია. ისე როგორც წინა წლებში პროგრამის ფარგლებში დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად ადგილზე ეცნობა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას.