1 ივნისი- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში აღინიშნა




1 ივნისი- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში „განათლების ცენტრის“მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე,ხობელმა ბავშვებმა წარმოაჩინეს თავიანთი ბავშვური სამყარო და ქართული ნიჭიერება.რომელიც მათ ყოველ გამოსვლასა და ნომერში სჩანდა .ღონისძიებაზე გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებული ბავშვები-„წლის საუკეთესო მოჭადრაკე“- 5 წლის დიანა ლომაია,ნომინაციაში-„საუკეთესო მოცეკვავე“-გამარჯვებული გახდა ვერიკო მიქიაშვილი,საუკეთესო გუნდად აღიარეს გუნდი“ცოტნეიდელი“.გამარჯვებულებს პრიზები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ გადასცა,რომელმაც ბავშვთა დღე მიულოცა ყველა ბავშვს,განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებული ოჯახის შვილეს,უდედმამო პატარებს,ყველა ოჯახს უსურვა შვილთა სიმრავლე და აღნიშნა,რომ ხელისუფლება მაქსიმალურადაა მობილიზებული,რომ მომავალ თაობას კარგ პირობებში მოუწიოთ ბავშვობის წლების გატარება,რაც რეალურად ეტყობათ საბავშვო ბაღებს,სკოლებს,კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს.ეს დღე განსაკუთრებულია,ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,უდედმამო ბავშვებს და მრავალშვილიან ოჯახებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ თანხა. „დაიმახსოვრეთ, რომ არა მხოლოდ დღევანდელი დღე გეკუთვნით თქვენ,არამედ ყველა დღე თქვენია,რადგან თქვენ ჩვენი მომავალი გქვიათ-მიმართა ბავშვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა.