ოჯახური ძალადობა ხობში (video)

სიუჟეტი საზოგადოებრივ არხზე 


ოჯახური ძალადობა ხობის რაიონში - ოჯახის წევრების თვალწინ ქმარმა ცოლს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ძლიერი შინაგანი სისხლდენით ნინო შულაია ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალბატონს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
ძალადობის მიზეზებზე დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ. შულაიას ახლობლები აცხადებენ, რომ სლავა ნაჭყებიას მხრიდან ეს ცოლზე ძალადობის პირველი ფაქტი არ იყო.

როგორც ირკვევა, ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში მეუღლეს ხშირად სცემდა. განხეთქილების სავარაუდო მიზეზად მეზობლები სლავა ნაჭყებიას მცირეწლოვან შვილს ასახელებენ, რომელიც ბრალდებულს პირველი ცოლისგან ჰყავდა. ნაჭყებია ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში გადაიყვანეს. მას მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ.