ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს პირადად მიულოცა



აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 97 წლის პარმენ გეგეჭკორს, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ უერთდებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ, მეუღლესთან ელისო მისაბიშვილთან, ყულევის ტერმინალის წარმომადგენელთან ბატონ რობერტ გვიჩიასთან, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების უფროს შორენა ძაძამიასთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე- 9 მაისი მიულოცა. ვეტერანმა მოიგონა მეორე მსოფლიო ომის საშინელი წლები, სისასტიკე და გამოთქვა წუხილი, რომ სიბერის ჟამს მასა და მის ოჯახს ომის გამო დევნილობა ერგოთ , რომ სამწუხაროდ მშვიდობისათვის ისევ უწევს ბრძოლა ახალ თაობას. ვეტერანმა გამოხატა გულწრფელი სიხარული ხელისუფლების, მისი ოჯახის საპატიო სტუმრების ყურადღებასთან დაკავშირებით. ,,ჩემთვის თქვენი სტუმრობა ძალიან დიდ საჩუქარია’’ - ემოციას ვერ მალავდა ომგადახდილი. ,,თქვენ მაგალითი ბრძანდებით მომავალი თაობებისთვის, რომ ყოველგვარ ომსა და ძალადობას უთხრან უარი და ჩვენთვის, რომ თქვენს მაგალითზე ვასწავლოთ მათ სიცოცხლისა და მშვიდობის ფასი.’’- მიმართა ვეტერანს მუნიციპალიტეტის გამგებელმა. სტუმრებმა ვეტერანს ფასიანი საჩუქრები და სამახსოვრო წიგნები გადასცეს, უსურვეს მას დიდხანს სიცოცხლე და ენგურსმიღმა დარჩენილ მშობლიურ კერაზე დაბრუნება.