ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა


ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა

9 მაისს 11:00 საათზე ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა. ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.მუზეუმის ეზოში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ,ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, შავი ზღვის ტერმინალის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს დღე და მიულოცეს ომის ვეტერანებს. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა ხეთის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ცოტნემ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ხობის ტერიტორიაზე მცხოვრებ 39 ომის ვეტერანს, თითოეულს 100 ლარი გადაეცა, ასევე შ.პ.ს ``შავი ზღვის ტერმინალი``-ს წარმომადგენელმა რობერტ გვიჩიამ თითოეულ მათგანს გადასცა საჩუქრები და თანხა 50 ლარის ოდენობით. ღონისძიება გაგრძელდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.