საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის, სპორტის ეროვნული ფედერაციისა და დეპარტამენტის, განათლების სამინისტროს ურთიერთ თანამშრომლობით ხორციელდება საბავშვო სპორტული შეჯიბრება ,,მხიარული სტარტები”. რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით 17 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის სპორტულ – გასართობმა და ინტელექტუალურმა თამაშმა აიღო სტარტი, რომელშიც გამარჯვებულს შემდგომ ეტაპზე თბილისში, ფინალურ შეჯიბრებაზე ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ საუკეთესო გუნდებთან მოუწევს ასპარეზობა.