მხიარული სტარტების თამაშები დასრულდა






20 მაისს ხობის І საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის სპორტულგასართობ, ინტელექტუალური თამაშის ფინალური შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობას 4 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა,ხობის I და II, წინაგოლისა და ახალი ხიბულის საჯარო სკოლები, თამაშის შედეგად გამარჯვება ახალი ხიბულის სკოლამ მოიპოვა ,მეორე ადგილის მფლობელი პირველი საჯარო სკოლა გახდა, ხოლო მესემე ადგილი წინაგოლის სკოლის გუნდს ერგო, ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან იგორ ტყებუჩავასთან ერთად სამეგრელო ზემო-სვანეთის ადმინისტრეციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.
„ძალზე სასიხარულოა ის ფაქტი რომ ხობელ მოზარდებს მიეცათ საკუთარი ძალის გამოცდის შანსი, მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის, სპორტის ეროვნულ ფედერაციას, დეპარტამენტს, რეგიონის ხელისუფლებას „მხიარული სტარტების“ ფედერაციას, მინდა გამარჯვება მივულოცო ახალი ხიბულის გუნდს და ვუსურვო წარმატებები.“ აღნიშნა გამგებელმა.
I, II და III ადგილებზე გასულ გუნდებს მედლები და სიგელები გადაეცათ,ხოლო პირველ ადგილზე გასულ ახალი ხიბულის გუნდს თასი და ფასიანი საჩუქარი მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირადად გადასცა. გამარჯვებულ გუნდს, შემდგომ ეტაპზე თბილისში, ფინალურ შეჯიბრებაზე ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ საუკეთესო გუნდებთან მოუწევს ასპარეზობა.