საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გოდერძი ბუკია მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გოდერძი ბუკია მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გოდერძი ბუკია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ფორმატით შეხვდნენ. შეხვედრის დასაწყისში მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამების, ასევე მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, შეეხო მუნიციპალიტეტის შიდა რესურსებს, ბუნებრივ სიმდიდრეებს. რომლის ასათვისებლად სახელწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვა ეფექტური იქნება და რის გამოც მოსახლეობისთან შეხვედრის ამგვარი ფორმატი მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად ეფექტური და უშუალო გადაწყვეტილებაა. ზედა ზონის– საჯიჯაოს,, ბიის, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის მოსახლეობამ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში რეალური ცვლილებები შეიტანა ქართულ სოფლებში. ასევ გამოიკვეთა დადებითი პოზიცია, კლიმატმედეგი სიმინდის თესლით დროულ მომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნეს ტექნიკის დეფიციტის საკითხი, რაშიც დახმარების იმედი გამოთქვეს. მოსახლეობამ ასევე საჯიჯაო– ახალი ხიბულა– ჩხოროწყუს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. . გამოიხატა მადლიერება იმ დიდი სამუშაოებისათვის, რაც საჯიჯაო– ნარაზენის დამაკავშირებელი ხიდის აშენებით გაუწია სახელმწიფომ ადგილობრივებს. მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას იმ უშუალობისათვის, რითაც ისინი შეხვედრაზე მოვიდნენ, იმ მადლიერებისათვის, რასაც მოსახლეობა გამოხატავს ,,თითქმის ყოველდღე მაქვს ურთიერთობა მოსახლეობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, აქტივთან, ამიტომაც ეს პრობლემები ჩემთვის ცნობილია. დეპუტატი მუნიციპალიტეტისათვის რამდენიმე ერთეული აგრო – ტექნიკის გადმოცემას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა – მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტის აუცილებლობაზე, ერთობლივად დასმულ და გადასაწყვეტ საკითხებზე ისაუბრა. მთავარი აქცენტი გააკეთა ეკონომიკურ სიმძლავრეზე, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების მიუხედავად მიმდინარეობს და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებაში მაჟორიტარი დეპუტატის წვლილზე ისაუბრა. ყოველი ახალი ინვესტიცია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისკენაა მიმართული. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში შეხვედრები განაგრძეს.