აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა-ადამიანთათვის უფლის მოწყალებაა, რომელიც მრევლისათვის სიხარულისა და იმედის მარადიულობის ნიშანია. 24 აპრილს გვიან ღამით იერუსალიმიდან ქართველი მომლოცველების მიერ ზეციური ცეცხლი ჩამობრძანდა, სადაც ხობელი ახალგაზრდობა და მრევლი, საქართველოს თავისუფლებისათვის აღსრულებული დათა ხურცილავას ძმის- დაჩი ხურცილავას გვერდით იდგა, რომლის გადარჩენა უფლის ნებით იყო სიმბოლო, სიცოცხლის გაგრძელებისა. სიცოცხლის, სადაც მამულისათვის გარდაცვალება – უკვდავებაა და გადარჩენა უფლის ნება.
ზეციური ცეცხლი ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში აგვისტოს ომში გადარჩენილმა გმირმა შემოაბრძანა. ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, სულიერი მამები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე მრევლთან ერთად შეეგებნენ ზეციურ ცეცხლს და ქრისტეს აღდგომის დიდებულება ერთად გაიზიარეს. ,,რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო”- წმინდა დღისა და უფლის აღდგომის ბრწყინვალების ჟამს .
ზეციური ცეცხლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ტაძარს გადაეცა. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავთ!