30-მაისი-2011
სამუშაო თათბირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
30 მაისს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებმა, სამსახურების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბატონ იგორ ტყებუჩავასთან სამუშაო შეხვედრაზე გააკეთეს ინფორმაციული ხასიათის მიმოხილვა მიმდინარე საკითხებზე. ტრადიციულ კულტურულ- სპორტულ ღონისძიებებზე ისაუბრა გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა რალა ჩემიამ.
ასევე აღინიშნა საფეხბურთო კლუბების მიღწევები და დაისახა სამომავლო ამოცანები.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ისაუბრა კონკრეტულ მიმართულებებზე, მუნიციპალიტეტში ბიუჯეტით გათვალისწინებული და სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად ჩათვლილი საკითხების ხარისხიან და დროულ შესრულებაზე, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა მიექცეს ყურადღება და სრული სამსახურეობრივი და მოქალაქეობრივი მობილიზებისაკენ მოუწოდა ყველა პასუხისმგებელ პირს. ხაზი გაუსვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მოსახლეობის დიდი ნდობა, რაც სწორად შერჩეული საპასუხისმგებლო მიდგომით უნდა გაამართლოს თითოეულმა წარმომადგენელმა.
30-მაისი-2011
საჯარო სკოლების პირველობა კალათბურთში
28-29 მაისს ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველობა კალათბურთში,სადაც 1998-99 წლებში დაბადებული ნორჩი კალათბურთელები ასპარეზობდნენ. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ხეთისა და ხობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.სადაც გამარჯვება ხეთის სკოლის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.
29-მაისი-2011
ნორჩმა ხობელმა სპორტსმენმა ბორჯომში პირველი ადგილი დაიკავა
27-29 მაისს ქალაქ ბორჯომში 2011 წლის ევროპის ჩემპიონის, რევაზ ლაშხის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი 29 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოსწავლეთა ცენტრის სასპორტო სკოლის ნორჩმა მოჭიდავემ, ნუგზარ წურწუმიამ დაიკავა.
26-მაისი-2011
ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში დასრულდა.
26 მაისს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი რაიონული საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს სოფელ ძველი ხიბულისა და ხამისქურის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ხამისქურის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
თამაშს მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
І, ІІ და ІІІ ადგილზე გასულ გუნდებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამარჯვება მიულოცა და გამგეობის მიერ დაწესებული თასები და სიგელები პირადად გადასცა. d
26-მაისი-2011
26 მაისის ხეივანი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქუჩა ნებისმიერ ხობელს და მის სტუმრებს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანთან’’ მიიყვანს
საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს - 26 მაისს ხობის საზოგადოებამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პატივი მიაგო 9 აპრილსა და 8 აგვისტოს სამშობლოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა სახელებს, სადაც საერო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორის ფურცლები გააცოცხლეს და ხელისუფლებასთან, უფროს თაობასთან ერთად სანთლები დაანთეს გმირთა მემორიალთან.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რომელიც გამგეობის კულტურის სამსახურისა და მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ მიულოცა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე, აღნიშნა, რომ ,,როგორც არასდროს, დღეს გვჭირდება, ერთად დგომა. 26 მაისმა მეოცე საუკუნის დასაწყისში განგვაცდევინა დაკარგული თავისუფლების აღდგენის სიხარული, რომ ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია, ეს მონაპოვარი ქართველმა ხალხმა ტკივილითა და მსხვერპლის ფასად დაიცვა, ის უნდა დავიცვათ დღესაც. ‘’
მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოვიდა ინიციატივით, რომ კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიას- ეწოდოს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანი’’, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ხეივანს- 26 მაისი ხეივანი, გადაერქვას ბერიასა და სტალინის ქუჩებს სახელები და ეწოდოთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ქუჩები. ,,და ეს კიდევ ერთი სიმბოლური შეხამება იქნება საქართველოს ისტორიასთან. განაცხადა მან. ,,ამიერიდან ცოტნე დადიანის ქუჩა, 26 მაისს ხეივანი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქუჩა ნებისმიერ ხობელს და მის სტუმრებს მიიყვანს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანთან’’.
,,ისე გვჭირდება დღეს ჩვენ ერთობა,’’ ამ დატვირთვით – გაგრძელდა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
25-მაისი-2011
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ანონსი:
12:00 საათი - 9 აპრილისა და 8 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ყვავილებით შემკობა.
11-15 საათზე - ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში.
15:00 საათზე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი
24-მაისი-2011
ხობის „კოლხეთი“ თბილისის „დინამო“ 1:0
14 მაისს ქ. ხობის ცენტრალულ სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის ბოლო ХХХІІ ტურის მატჩი გაიმართა, ხობის „კოლხეთმა“ თბილისის „ნორჩ დინამოელს“ უმასპინძლა. შეხვედრაზე ერთადერთი გოლი კოლხეთის რიგებიდან თორნიკე ღლონტმა გაიტანა, რითაც გუნდს გამარჯვება მოუტანა და ხობის „კოლხეთი“ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 17 გუნდიდან მე-7 ადგილზე გავიდა.
23-მაისი-2011
ხობელმა ნორჩმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
21 მაისს თერჯოლაში ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის სამბოს ჭიდაობაში მიშიკო აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა. ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრთან არსებული ჭიდაობის სამბოს ნორჩმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი-მასწავლებელი რომან მორგოშია). მძიმე წონით კატეგორიაში ალექსი გოგუამ და გიორგი ლ;აგვილავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
23-მაისი-2011
საქართველოში პირველი გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
დღეს საქართველოს ყველა რაიონის სკოლებში მოსწავლეები ერთდროულად დაიწყებენ ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობას. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი კომპიუტერული პროგრამისა და ალგორითმის მეშვეობით ტარდება, მოსწავლეები ინტერნეტთან მიერთებულ იდენტურ ნეთბუქებთან იმუშავებენ. ხობის მუნიციაპლიტეტში სულ 281 მეთორმეტე კლასელი მიიღებს გამოსაშვებ გამოცდებზე მო ნაწილეობას. საგამოცდო პროცესის მომდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წარგზავნილი მეთვალყურეები დააკვირდებიან
20-მაისი-2011
ანსამბლი „ლაზიკა“ მესტიის ქორეგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს
მაისის თვეში ქალაქ ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი „მეგობრობის მერიდიანი „ ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაზიკამ“ მიიღო.(ქორეოგრეფი მამუკა გვასალია და პაატა ჭითაშვილი.)
ფესტივალის ფარგლებში ანსამბლმა მოიპოვა ლაურეატის წოდება, გამარჯვებულებს მედლები გადაეცათ, რითაც 4-5 ივნისს მესტიაში ჩასატარებელ ფოლკლორის ფესტივალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
20-მაისი-2011
მხიარული სტარტების თამაშები დასრულდა
20 მაისს ხობის І საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის სპორტულ – გასართობ, ინტელექტუალური თამაშის ფინალური შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობას 4 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა,ხობის I და II, წინაგოლისა და ახალი ხიბულის საჯარო სკოლები, თამაშის შედეგად გამარჯვება ახალი ხიბულის სკოლამ მოიპოვა ,მეორე ადგილის მფლობელი პირველი საჯარო სკოლა გახდა, ხოლო მესემე ადგილი წინაგოლის სკოლის გუნდს ერგო, ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან იგორ ტყებუჩავასთან ერთად სამეგრელო ზემო-სვანეთის ადმინისტრეციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. „ძალზე სასიხარულოა ის ფაქტი რომ ხობელ მოზარდებს მიეცათ საკუთარი ძალის გამოცდის შანსი, მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის, სპორტის ეროვნულ ფედერაციას, დეპარტამენტს, რეგიონის ხელისუფლებას „მხიარული სტარტების“ ფედერაციას, მინდა გამარჯვება მივულოცო ახალი ხიბულის გუნდს და ვუსურვო წარმატებები.“ აღნიშნა გამგებელმა. I, II და III ადგილებზე გასულ გუნდებს მედლები და სიგელები გადაეცათ,ხოლო პირველ ადგილზე გასულ ახალი ხიბულის გუნდს თასი და ფასიანი საჩუქარი მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირადად გადასცა. გამარჯვებულ გუნდს, შემდგომ ეტაპზე თბილისში, ფინალურ შეჯიბრებაზე ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ საუკეთესო გუნდებთან მოუწევს ასპარეზობა.
19-მაისი-2011
„მხიარული სტარტების“ ფარგლებში მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის გადაღება
პოპულარული პროექტის ,,მხიარული სტარტების’’ საორგანიზაციო ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით ამზადებს დოკუმენტურ ფილმს, სადაც ქრონოლოგიურად იქნება ასახული ჩატარებული თამაშები და ღირშესანიშნობები.
მათ გადაიღეს ხობის ისტორიული და კულტურული ძეგლები: მუზეუმები, ასევე დაათვალიერეს მშენებარე სამონასტრო კომპლექსი, სადაც გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად მეგზურობას უწევდნენ პროექტში მონაწილე საჯარო სკოლის მოსწავლეები., რომლებმაც შეითავსეს პატარა ჟურნალისტების როლი და მათ მიერ მომზადებული კითხვებით წარსდგნენ მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
სტუმრებმა გამოთქვეს მადლობა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერისა და იმ თბილი გარემოსათვის, რომელიც ხობში დახვდათ.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წარმატებები, ხოლო საუკეთესოებს - ღირსეული გამარჯვება და მონაწილეებს- ლამაზად დამარცხების უნარი უსურვა.
18-მაისი-2011
გამგებლის მილოცვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის
მივესალმები ყველა კურსდამთავრებულს და უფროსი თაობის სახელით გილოცავთ დღეს, რომელსაც თქვენი ბავშვობის დამთავრება და საპასუხისმგებლო ასაკში , საპასუხისმგებლო ცხოვრებისეული გზის დაწყება, ახალ საინტერესო დროში გადასვლა ჰქვია.
ვულოცავ ყველა მასწავლებელს , რომლებმაც კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა და ვიმედოვნებ, რომ სასახელოდ..
ვულოცავ მშობლებს, რომელთა მთელი იმედი ჩადებულია შვილების მომავლის განსაზღვრაში და აქ უდიდესი როლი , სწორედ სკოლას ენიჭება.
დღეს საქართველო – ირჩევს განათლებულ თაობას, რომელიც ქართველ ინტელექტუალთა გუნდს შეავსებს,
დღეს საქართველო ირჩევს- საინტერესო ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ახალ ფურცლებს შექმნიან ქვეყანაში,
დღეს საქართველო ირჩევს- ჯანსაღი სულის მქონე პიროვნებებს, პატრიოტებს., მომავალ ერისკაცებს- თქვენ ხობელ ახალგაზრდობას კი ასმაგი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, თქვენ გუბაზ მეფის , ცოტნე დადიანის სახელდებული ხობიდან ხართ, თქვენ 21-ე საუკუნის გმირების, რუსულ აგრესიას შეწირული ცხრა ხობელი ვაჟკაცის- უკვდავყოფისათვის სიცოცხლის გაგრძელება გქვიათ.
დღეს საქართველო გელოდებათ თქვენ , რომ , ყველა სფეროში, რომელსაც აირჩევთ, იყოთ პროფესიონალები, ღირსებით სავსე ადამიანები და ყველაფერი რასაც დაიწყებთ, რასაც იფიქრებთ, რასაც შეასრულებთ – მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით აკეთოთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ მომავლისაკენ გადადგმულ ყველა წარმატებულ ნაბიჯს!
მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა
17-მაისი-2011
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში კიდევ ერთი სასკოლო გამოშვების დღეებია.
,,ბოლო ზარი’’ – ამ სიმბოლური სახელწოდებით მუნიციპალიტეტის 335 მეთორმეტეკლასელი, მშობლებთან, პედაგოგებთან ერთად თორმეტწლიანი სწავლის პერიოდს ურთიერთობებსა და საუკეთესო წლებს ტრადიციულად მაისის ბოლო დღეებში, საატესტატო გამოცდების წინ აღნიშნავენ.
17-მაისი-2011
საბავშვო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა და კულტურის ცენტრმა საზოგადოება მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ულამაზეს საბავშვო კონცერტზე მიიწვია. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, რადგან სცენაზე იდგნენ მუნიციპალიტეტის ნიჭიერი მოზარდები, რომლებმაც პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით შექმნეს საკუთარი სცენური სახე. გემოვნებით შერჩეული რეპერტუარი, გამორჩეული შემსრულებლები და კმაყოფილი მაყურებელი., რამდენიმე საათით კულტურის სახლის დარბაზი და სცენა ჰგავდა სამყაროს , სადაც, ,,ოცნებაა ლამაზი, კეთილი, ხალასი” . კონცერტს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
17-მაისი-2011
ხობი პოპულარულ პროექტს ,,მხიარულ სტარტებს” მასპინძლობს
საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის, სპორტის ეროვნული ფედერაციისა და დეპარტამენტის, განათლების სამინისტროს ურთიერთ თანამშრომლობით ხორციელდება საბავშვო სპორტული შეჯიბრება ,,მხიარული სტარტები”. რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით 17 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის სპორტულ – გასართობმა და ინტელექტუალურმა თამაშმა Aაიღო სტარტი, რომელშიც გამარჯვებულს შემდგომ ეტაპზე თბილისში, ,ფინალურ შეჯიბრებაზე ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ საუკეთესო გუნდებთან მოუწევს ასპარეზობა.
16-მაისი-2011
,,ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულება” ღირსეულად აღინიშნა
16 მაისს სამეგრელო ზემო- სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა ბატონმა ზაზა გოროზიამ რეგიონში გამორჩეული ადამიანები საზოგადოებისათვის გაწეული სამსახურის, პასუხისმგებლობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის პრეზიდენტის სახელით ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. მათ შორის ხობელი მედიკოსი ირინა ბერაია, რომლის პროფესიონალიზმი და წლების განმავლობაში ,, ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულება” ღირსეულად აღინიშნა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ღირსეულ ექიმს მაღალ სახელმწიფო ჯილდოს.
16-მაისი-2011
საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა
ხობის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე აქტიურ ფაზაში შევიდა საგაზაფხულო სამუშაოები, რომლებიც ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში არსებული აგრო-ტექნიკით სრულდება. ხვნა-თესვის დაწყებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა ადგილზე ეცნობა არსებულ სიტუაციას, რადგან აგრო- ვადებში თესვის შესრულება, მოსახლეობის უმთავრესი საზრუნავია. მუნიციპალიტეტში რამდენიმე ასეულ ჰექტარზე ითესება კლიმატმედეგი სიმინდი და ასევე ადგილობრივი ჯიშის მარცვლეული კულტურა. ,, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ამ ეტაპზე ტექნიკის გამართულობა და მექანიზატორთა პასუხისმგებლობა, რომ თითოეულ ფართობზე ხარისხიანად შესრულდეს აგრო-სამუშაოები. – განაცხადა მექანიზატორებთან შეხვედრისას გამგებელმა და არსებული ტექნიკის შეთანხმებული გრაფიკის დაცვაზე გაამახვილა ყურადღება.
15-მაისი-2011
რეგიონალური თასის მფლობელი ხობის "კოლხეთი 2" გახდა
13 მაისს სამეგრელო–ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქ.ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე რეგიონალური თასის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ ხობის „კოლხეთი 2“ და წალენჯიხის „სკური 2“. ფინალის გამარჯვებული და თასის მფლობელი გუნდი გახდა ხობის „კოლხეთი 2“ ანგარიშით 3-2 .
14-მაისი-2011
ნორჩი მოჭიდავეები მედლებით დაჯილდოვდნენ
13 მაისს ხაშურში 1997-1998 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ნიკოლოზ ხვედელიძეს სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა. არასამეწარმეო–არაკომერციული იურიდიული პირის ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლიდან 8 ნორჩმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და წარმატებით იასპარეზა. 29 კგ წონით კატერიაში -ადგილი დაიკავა ნუგზარ წურწუმიამ, ++ ადგილზე კი მამუკა ჯოჯუა გავიდა. 35-59 წონით კატეგორიაში -ადგილი შოთა და ნიკა იოსავებმა დაიკავეს. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ
14-მაისი-2011
ხელისუფლების შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება
პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი მიხეილ მაჭავარიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოდერძი ბუკია-შუა ხორგაში შეხვდნენ დაბალი ზონის მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ ინფორმაციული სახის მიმოხილვა გააკეთა დაბალი ზონის სოფლების მახასიათებლებზე, მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, ბუნებრივ რესურსებზე სახელწიფო პროგრამების მნიშვნელობასა და მოსახლეობასთან ხელისუფლების სიახლოვის შედეგებზე. შეხვედრაზე სოფლების რწმუნებულებმა ისაუბრეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” ჩატარებულ სამუშაოებზე. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მართალია პროგრამამ სოფელში მრავალი სასიკეთო ძვრა შეიტანა, მაგრამ მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში მეტი სამუშაოები და სახსრებია ჩასადები ნაპირსამაგრი და სამელიორაციო სამუშაოების განსახორციელებლად, რაც 2011წელს უკვე გათვალისწინებულია. პატარა ფოთისა და შუა ხორგის მოსახლეობამ წყალმომარაგების სისტემაში არსებული საკითხის გადაწყვეტისათვის დახმარება მოითხოვეს, რადგანაც საკითხის ადგილობრივი ძალებით გადაწყვეტა შეუძლებელია, თუ წყალმომარაგების კომპანიამ კომპეტენტურად არ გადაჭრა აღნიშნული პრობლემა. თანამედროვე განათლების საკითხებზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და სიახლეთა კვალდაკვალ სკოლის განვითარებაზე ისაუბრა სკოლის დირექტორმა გულნარა ტაბაღუამ. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა დეპუტატს, იმ დიდი ინვესტიციის მოზიდვისა და განხორციელებაში შეტანილი ძალისხმევისათვის, რამაც ყულევის ტერმინალის სახით ასობით ადგილობრივს დასაქმების პრობლემა მოუხსნა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრა ტერმინალის ახალი ხაზის მშენებლობაზე, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ბატონმა მიხეილ მაჭავარიანმა განიხილა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, საქართველოში მიმდინარე პროცესები, , რუსული აგრესია და აფხაზეთი, რამაც ხობელი ახალგაზრდობის სიცოცხლე შეიწირა. ისაუბრა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გათვალისწინებულ საკითხებზე. . განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა 2011-2012 წლის ინტენსიური განვითარების პროგრამებზე, რაც ძირეულად შეცვლის მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ ფონს და ხაზი გაუსვა ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას- ინიციატივების , ახალ წამოწყებების მნიშვნელობას, რომელიც არა მხოლოდ არა მხოლოდ ხობელებისათვის არამედ რეგიონისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. 2011 წლიდან კი ეს ,,ხუდონ ჰესის’ ინვესტირებაა, რომელშიც კანონის ფარგლებში უდიდესი წვლილი შეიტანა დეპუტატმა. ნაციონალური მოძრაობის მიერ სახელმწიფოს განვითარებისათვის საჭირო ყველა მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა წლების წინ შეუმდგარი ქვეყანა- სტაბილურ ქვეყნად აქცია, რომელსაც ახლა აქვს დრო, რომ შიდა საკითხებს ღრმად და ძირფესვიანად ჩაწვდეს და მაღალგანვითარებული ქვეყნების გვერდით დადგეს, რაც უპირველესად მოსახლეობის კეთილდღეობით გამოიხატება და რისთვისაც ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია”.
13-მაისი-2011
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გოდერძი ბუკია მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გოდერძი ბუკია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ფორმატით შეხვდნენ. შეხვედრის დასაწყისში მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამების, ასევე მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, შეეხო მუნიციპალიტეტის შიდა რესურსებს, ბუნებრივ სიმდიდრეებს. რომლის ასათვისებლად სახელწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვა ეფექტური იქნება და რის გამოც მოსახლეობისთან შეხვედრის ამგვარი ფორმატი მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად ეფექტური და უშუალო გადაწყვეტილებაა. ზედა ზონის– საჯიჯაოს,, ბიის, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის მოსახლეობამ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში რეალური ცვლილებები შეიტანა ქართულ სოფლებში. ასევ გამოიკვეთა დადებითი პოზიცია, კლიმატმედეგი სიმინდის თესლით დროულ მომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნეს ტექნიკის დეფიციტის საკითხი, რაშიც დახმარების იმედი გამოთქვეს. მოსახლეობამ ასევე საჯიჯაო– ახალი ხიბულა– ჩხოროწყუს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. . გამოიხატა მადლიერება იმ დიდი სამუშაოებისათვის, რაც საჯიჯაო– ნარაზენის დამაკავშირებელი ხიდის აშენებით გაუწია სახელმწიფომ ადგილობრივებს. მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას იმ უშუალობისათვის, რითაც ისინი შეხვედრაზე მოვიდნენ, იმ მადლიერებისათვის, რასაც მოსახლეობა გამოხატავს ,,თითქმის ყოველდღე მაქვს ურთიერთობა მოსახლეობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, აქტივთან, ამიტომაც ეს პრობლემები ჩემთვის ცნობილია. დეპუტატი მუნიციპალიტეტისათვის რამდენიმე ერთეული აგრო – ტექნიკის გადმოცემას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა – მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტის აუცილებლობაზე, ერთობლივად დასმულ და გადასაწყვეტ საკითხებზე ისაუბრა. მთავარი აქცენტი გააკეთა ეკონომიკურ სიმძლავრეზე, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების მიუხედავად მიმდინარეობს და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებაში მაჟორიტარი დეპუტატის წვლილზე ისაუბრა. ყოველი ახალი ინვესტიცია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისკენაა მიმართული. Pპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში შეხვედრები განაგრძეს.
12-მაისი-2011
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 13 დეკემბერი წმინდა მოციქულის აღსრულების დღეა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
12-მაისი-2011
ჯანიკო ლატარიას სახელობის ოთხთა ტურნირი დასრულდა
12 მაისს ქ.ხობის ცენტრალურ სტადიონზე 1977-1988 წლებში მოღვაწე ხობელი ფეხბურთელის ჯანიკო ლატარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ოთხთა ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც ორგანიზაბული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის ფედერაციის მიერ. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის, სენაკის, აბაშისა და ხობის საფეხბურთო გუნდებმა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდენ ხობის „იმედი“ და ზუგდიდის „ბაია“. თამაშის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც დაინიშნა პენალტების სერია და თასის მფლობელი ზუგდიდის „ბაია“ ანგარიშით 8:7 გახდა .
ტურნირში გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ. გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები.
თამაშის დასასრულს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჯანიკო ლატარიას ხსოვნას.
11-მაისი-2011
გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები საგანმანათლებლო რესურსცენტრში
ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკონფერენციო დარბაზში, გოეთეს ინსტიტუტმა ჩაატარა სემინარი თემაზე ,,გერმანულენოვანი მუსიკა არის სახალისო“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა გერმანული ენის გაკვეთილზე გერმანული მუსიკის შეტანით ენის სწავლების მეთოდიკის გამარტივება. ტრენინგს ესწრებოდნენ ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გერმანული ენის მასწავლებლები.
11-მაისი-2011
ხობის #1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ტრენინგებს ჩაატარებს
ხობის # 1 საჯარო სკოლაში 12,13,14,15 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ატარებს ტრენინგებს სასერტიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებული მასწავლებლებისათვის პროფესიულ უნარებში.გადამზადდება -54 მასწავლებელი .მაისის ბოლოს კი პროფესიულ უნარებშიმასწავლებელთა კიდევ ორი ჯგუფი გადამზადდება.
11-მაისი-2011
ჰიპერტენზიის დღესთან დაკავშირებით ქალაქის მაცხოვრებლებს უფასო კონსულტაციები გაეწევათ
13 მაისს ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის საავადმყოფოში დილის 10 საათიდან ქ.ხობის მაცხოვრებლებისათვის ჩატარდება ჰიპერტონიით დაავადებულთა უფასო კონსულტაციები. მისამართი ჭყონდიდელის ქქუჩა #2.
10-მაისი-2011
ახალი თანამედროვე ბუქსირი ყულევის პორტში
ამ კვირას ყულევის ტერმინალში ჩამოვიდა უნივერსალური ბუქსირი "BARS", რომელიც ჩართული იქნება საბუქსირო ოპერაციებში AFRAMAX -ის კლასის ტანკერებისათვის. გემი აშენდა 2010 წელს და აღჭურვილია ძლიერი ძრავით (4080 ლ.წ) და თანამედროვე სანავიგაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ყულევის პორტი არის ერთ-ერთი თანამედროვე და კარგად აღჭურვილი პორტების სიაში, რომელიც უზრუნველჰყოფს ყველაზე უსაფრთხო სატვირთო ოპერაციებს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ტერმინალმა მისი დაარსებიდან (2008 წლის მაისიდან) შესძლო დაეტვირთა და გაეგზავნა 347 ტანკერი.
09-მაისი-2011
ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა
9 მაისს 11:00 საათზე ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა. ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.მუზეუმის ეზოში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ,ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, შავი ზღვის ტერმინალის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს დღე და მიულოცეს ომის ვეტერანებს. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა ხეთის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ცოტნემ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ხობის ტერიტორიაზე მცხოვრებ 39 ომის ვეტერანს, თითოეულს 100 ლარი გადაეცა, ასევე შ.პ.ს ``შავი ზღვის ტერმინალი``-ს წარმომადგენელმა რობერტ გვიჩიამ თითოეულ მათგანს გადასცა საჩუქრები და თანხა 50 ლარის ოდენობით. ღონისძიება გაგრძელდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
09-მაისი-2011
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს პირადად მიულოცა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 97 წლის პარმენ გეგეჭკორს, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ უერთდებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ, მეუღლესთან ელისო მისაბიშვილთან, ყულევის ტერმინალის წარმომადგენელთან ბატონ რობერტ გვიჩიასთან, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების უფროს შორენა ძაძამიასთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე- 9 მაისი მიულოცა. ვეტერანმა მოიგონა მეორე მსოფლიო ომის საშინელი წლები, სისასტიკე და გამოთქვა წუხილი, რომ სიბერის ჟამს მასა და მის ოჯახს ომის გამო დევნილობა ერგოთ , რომ სამწუხაროდ მშვიდობისათვის ისევ უწევს ბრძოლა ახალ თაობას. ვეტერანმა გამოხატა გულწრფელი სიხარული ხელისუფლების, მისი ოჯახის საპატიო სტუმრების ყურადღებასთან დაკავშირებით. ,,ჩემთვის თქვენი სტუმრობა ძალიან დიდ საჩუქარია’’ - ემოციას ვერ მალავდა ომგადახდილი. ,,თქვენ მაგალითი ბრძანდებით მომავალი თაობებისთვის, რომ ყოველგვარ ომსა და ძალადობას უთხრან უარი და ჩვენთვის, რომ თქვენს მაგალითზე ვასწავლოთ მათ სიცოცხლისა და მშვიდობის ფასი.’’- მიმართა ვეტერანს მუნიციპალიტეტის გამგებელმა. სტუმრებმა ვეტერანს ფასიანი საჩუქრები და სამახსოვრო წიგნები გადასცეს, უსურვეს მას დიდხანს სიცოცხლე და ენგურსმიღმა დარჩენილ მშობლიურ კერაზე დაბრუნება.
08-მაისი-2011
მგლის ლიკვიდაციის მორიგი ფაქტი
ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მგლებს გაანადგურებენ. სოფელ ძველ ხიბულაში შექმნილმა მონადირეთა ჯგუფმა მგლის ლიკვიდირება უკვე მოახერხა. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, მგელმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა და ოჯახებს დიდი ზარალი მიაყენა, მონადირეთა ჯგუფებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ ბოლო დროს არაერთი ლიკვიდირებული მგლის ამოღება შესძლო.
07-მაისი-2011
საქველმოქმედო აქცია მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციალთათვის
გიორგობის დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და მიუსაფართა სასადილოს შ.პ.ს „მაქსიმუმ პლიუს- მა“( წარმომადგენელი ირაკლი წულაია ) ნატურალური წვენები საჩუქრად გადასცა და მსგავსი ტიპის აქციების მოწყობისაკენ საზოგადოებასაც მოუწოდეს.
06-მაისი-2011
2010 წელს ჩატარებულ არქეოლოგიური სამუშაოებზე მოსწავლეთა სასახლეში ლექცია-საუბარი ჩატარდა
გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამოცხადებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კვირეული. 6 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიას მიერ, წარმოდგენილ იქნა ლექცია-საუბარი თემაზე ,,ხობის ღვთისმსობლის მიძინების სახელობის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 2010 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები“,კონფერენციაზე მომხსენებელმა საინტერესოდ ისაუბრა მონასტრის ირგვლივ მდებარე ისტორიულ ძეგლებზე,ამავე ტერიტორიაზე არსებულ კოლხურ და ეგრისული პერიოდის მასალებზე,ძველ დადიანთა საძვალეზე, ადრექრისტიანული ხანის ნაეკლესიარი ხობის მონასტერზე და სამომავლო პერსპექტივებზე .. კონფერენციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, გამგებლის მოადგილე რალა ჩემია, კულტურის სამსახურის უფროსი ჯულიეტა ქვარაია და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. დასასრულს შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მსმენელებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
04-მაისი-2011
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ხობის ახლადგახსნილი შერეულპროფილიანი კლინიკა დაათვალიერა.
4 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძემ ხობის ახლადგახსნილი შერეულპროფილიანი კლინიკა დაათვალიერა. კლინიკა “პირველ ქართულ ჰოსპიტალურ ქსელს” ეკუთვნის და მის მართვას კომპანია “ქართული ჰოსპიტალი” ახორციელებს. ახლადშექმნილი ჰოსპიტალური ქსელის ადმინისტრაცია მინისტრის მოადგილესთან, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან იგორ ტყებუჩავასთან და ხობის საავადმყოფოს დირექტორთან ფიქრია დვალაძესთან ერთად გაეცნო მედ-პერსონალის მუშაობის პროცესს და საავადმყოფოს ფუნქციონირებაზეც ისაუბრეს.
ხობის კლინიკაში პაციენტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ ეტაპზე მედპერსონალის გადამზადება მიმდინარეობს, გარკვეული პროცესების დასრულების შემდეგ საავადმყოფო სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას, თანამდროვე დანადგარებით აღჭურვილ კლინიკაში პაციენტებს ყველა პირობა შეექმნებათ ჩაიტარონ გამოკვლევა.
საავადმყოფოს სტაციონალურმა განყოფილებამ პირველი პაციენტი უკვე მიიღო, მშობიარე პაციენტს ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით და ახალშობილის მოვლის ჰიგიენური საშუალებების სრული პაკეტი სტუმრებმა პირადად გადასცეს.
04-მაისი-2011
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქციის მონაწილეებმა ყურუმულიას ჯიხას შემოგარენი გაწმინდეს
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 1-7 მაისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დღეებად გამოცხადდა. მუნიციპალიტეტში დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები ,მასში ჩართულია მუნიციპალიტეტის კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები 4 -მაისს სოფელ პირველ მაისში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ეკალ-ნარისაგან გაწმინდეს მდინარე მუნჩიასა და ჩხაიას ხერთვისში მდებარე ყურუმულიას ჯიხას შემოგარენი. ყურუმულიას ჯიხა-ციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, იგი ადრე-ფეოდალური ხანისაა და ეგრისის სამეფოს საფორტეფიკაციო სისტემის შემადგენელი ნაწილია. გაწმენდით სამუშაოებს მეთვალყურეობას უწევდა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია .
03-მაისი-2011
ხობში 2011 წლის კულტურული კვირეული დაიწყო
ყოველი წლის მაისის პირველ კვირას კულტურული მემკვიდრეობის დღეების აღნიშვნასთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამასახური კულტურულ კვირეულს მართავს.
1. 2 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით ნახატების გამოფენა სკოლებში თემაზე -,,ქართული კულტურული მემკვიდრეობა ჩემი სიამაყეა”.
2. 4-5 მაისი-მიწისზედა ძეგლების დასუფთავება
ა) 4 მაისი – პირველი მაისის ,,ყურუმულიას ჯიხა”, ,,მაჩხომერი”.
ბ) 5 მაისი – გაღმა საჯიჯაოს ,,ჯიხა”.
3. 6 მაისი – ლექცია-საუბარი ხობის მუნიციპალიტეტის ახალი აღმოჩენები და დადიანების საძვალე, სადაც მოწვეულია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი. ლექცია-სემინარი ჩატარდება ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, 14 სთ-ზე.
4. 7 მაისი – ლაშქრობა მარშრუტით – ხობი-უცნობი ნაგებობა-ზემო ბია.
03-მაისი-2011
``ჩვენი კუთხის საგანძური``
3 მაისს ,,ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში“ (დირექტორი ნ. ჯალაღონია)კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება სახელწოდებით ,,ჩვენი კუთხის საგანძური“ გაიმართა.საზოგადოების წინაშე საინტერესოდ და ვრცლად იყო წარმოდგენილი, როგორც ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმთნ არსებული ფოლკლორული ანსამბლი, ასევე გიმნაზიის აღსაზრდელთა მიერ შესრულებული სხვადასხვა ნომრები.მონაწილეებმა კონფერენციის სახით წარმოადგინეს ისტორიული მასალები ძველ მეგრულ სიმღერებზე,საკრავებზე, ხალხური მუსიკის მრავაფეროვნებაზე, ხალხური სიმღერის ხმიანობაზე.განხილულ იქნა მეგრული სიმღერის ხასიათები, ფოლკლორული ნამუშევრები., ანსამბლის წევრებმა მუზეუმის აღსაზრდელებთან ერთად შეძლეს ძველი სიმღერების გაცოცხლება და ორიგინალურად მათი წარმოჩენა დამსწრე საზოგადოების წინაშე. ღონისძიება ერთი საათი გაგრძელდა, მას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ``მუზეუმის უნიკალურობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მისასალმებელია, რომ მუზეუმის აღსაზრდელებიდან ნინო გოთოშია მრავალი კონკურსის გამმარჯვებულია ``_ აღნიშნა გამგებელმა.
02-მაისი-2011
მორიგი თათბირი ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან
2011 წლის 2 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან მორიგი თათბირი გამართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ, თათბირზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისა და მიმდინარე საკითხების შესახებ.