წყარო/Source: http://www.saqinform.ge/ru/index.php?option=com_content&view=article&id=3831:2011-04-29-09-52-13&catid=54:obshestvo&Itemid=410#ixzz2FoREalzs
07/04/2011
ხობის ჰოსპიტალი
2011 წლის 7 აპრილს, ქალაქ ხობში გაიხსნა 15 საწოლიანი ზოგადი პროფილის საავადმყოფო. სამშენებლო სამუშაოები შპს „ბლოკ ჯორჯიამ“ ჩაატარა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კლინიკა ეკოლოგიურად სუფთა გეოთერმულ სისტემაზე მუშაობს. სამედიცინო მენეჯმენტის მართვას კლინიკაში შპს „ქართული ჰოსპიტალი“ ახორციელებს. ხობის საავადმყოფო სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების ვადაზე 9 თვით ადრე გაიხსნა. საავადმყოფო არის შპს „პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელის“ მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი ობიექტი. კომპანიას დაგეგმილი აქვს დასავლეთ საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელება, კერძოდ, შვიდი 15 საწოლიანი საავადმყოფო - სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე, 70 საწოლიანი საავადმყოფო ფოთში, ამჟამად ქსელის მფლობელობაში უკვე ფუნქციონირებს ზუგდიდის 150 საწოლიანი საავამყოფო და ქუთაისში 100 საწოლიანი საავადმყოფო რომელსაც დაემატება 120 საწოლი, მშენებლობის პროცესს „100 ახალი საავადმყოფოს პროექტის ფარგლებში“ ახორციელებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“. საავადმყოფოს კადრები მთლიანად დაკომპლექტება ადგილობრივი რესურსით, რომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე„ქართული ჰოსპიტალი“ იზრუნებს.
კლინიკაში სამშენებლო სამუშაოები ამერიკის სახ. დეპარტამენტის განვითარების სააგენტოს - USAID - ის მხარდაჭერით და TBC ბანკის დაფინანსებით ჩატარდა.
ახალი საავადმყოფო საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა და შრომის, ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის მინისტრმა - ანდრია ურუშაძემ გახსნეს.

http://georgianhospital.ge/show_news.php?id_news=1