19 აპრილს დამთვალიერებელთა წინაშე სააღდგომო თემატიკით წარსდგა ქალაქის #2 ბაგა-ბაღი ,,წითელქუდა’’. აღსაზრდელებისა და პედაგოგების ნამუშევრებში ძირითადი აქცენტი გაკეთებულ იყო ტრადიციულ - სააღდგომო სიმბოლიკასთან. გამოფენა დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, გამგებლის მოადგილემ რალა ჩემიამ და ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. აღინიშნა თვითნასწავლი შემოქმედების გამომსახველობითი უნარი, ფერებისა და ნაკეთობების ორიგინალურობა.
გამოფენა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება .