9აპრილი ერის დაუვიწყარი ტკივილისა და სულიერი ამაღლების დღე აღინიშნა ხობის მუნიციპალიტეტში. 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან დილიდანვე შეიკრიბა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოხელეები, მოსწავლე ახალგაზრდობა. ,,აპრილის მზეო, ამოანათე ცრემლი, მალამოდ ექეც უკიდეგანო ნაღველს,” აპრილის ტრაგედია ჩანახატებითა და საგალობლებით წარმოადგინეს ქალაქის საერო სკოლა,, არეას’’ მოსწავლეებმა. პარაკლისი გადაიხადა სამების ტაძრის წინამძღვარმა, მამა კირიონმა. საზოგადოებასთან ერთად პარაკლისს დაესწრო მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ,,საქართველოს მრავალგზის განსაცდელთა შორის, ერთ-ერთი ცხრა აპრილია, რომელსაც ერმა ღირსეულად გაუძლო, სწორედ აპრილის გმირთა სიცოცხლითა და თავგანწირვით.,თითოეული მათგანის სახელი არის ერის სახელი, მათი ხსოვნა კი ერის ტკივილი და სიამაყე. ცხრა აპრილის მსხვერპლთა შორისაა ხობელი მაკა ლატარიას 16 წლის ქალიშვილი ნათია ბაშალეიშვილი, ყოველი მათგანის თავგანწირვა გვავალდებულებს- უფრო მეტად გვიყვარდეს მამული, ვიდრე სული ჩვენი. ‘’ მემორიალთან იყო ყვავილები, ისმოდა საგალობლები და დაინთო სანთლები- მათთვის,,ვინც სრულიად საქართველოს სახელით ‘’ 22 წლის წინათ აენთო მამულის სახელს.