30-აპრილი-2011
ამერიკელ მეწარმეთა ჯგუფი ,,ფერმერთა მომსახურების ცენტრში“
საქართველოს USAID-ის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ,,ფერმერთა მომსახურების ცენტრს“ სამუშაო ვიზიტით ეწვია ამერიკელ მეწარმეთა ჯგუფი, პროგრამის კოორდინატორებმა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ თხილის კულტურით დაინტერესებულ ადგილობრივ მწარმოებლებს, საოჯახო მეურნეობების მფლობელებს გააცნეს ამერიკელი ფერმერების გამოცდილება და მაღალი მოსავლიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა, გამგებელმა შეხვედრაზე ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომლებმაც უნდა გააზძლიეროს ქართული სოფელი, სოფლის მეურნოების დარგები, ამ მიმართულებით გამოთქვა სურვილი პროგრამის ფარგლებში გაძლიერდეს ქართული ჯიშების წარმადობაზე საჭირო რეკომენდაციები, ფინანსური და ტექნიკური ხელშეწყობა.
30-აპრილი-2011
შეხვედრა სკოლის თვითმმართველობებთან
2011 წელს 28 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების (უფროსი: ნ. ბუკია) ინიციატივით რესურსცენტრში საჯარო სკოლების თვითმმართველობებსა და ზემოთ აღნიშნულ განყოფილების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხევდრა. დისკუსიის თემას წარმოადგენდა თუ როგორ იცნობენ საკუთარ უფლებებს, როგორ ახდენენ თვითმმართველობის წარმომადგენლები საკუთარი უფლება-მოვალეობების სხვის უფლებებთან შეთავსებას, რა უფლება-მოვალეობებს იღებენ საზოგადოების წინაშე, აქვთ თუ არა მოქალაქეობრივი სიმამაცე, რამდენად იცნობენ სკოლის შინაგანაწესს და სხვა საინტერესო საკითებზს. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, მასში აქტიურად ჩაერთვნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები. მსგავსი ტიპის შეხვედრები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივით კვლავ გაგრძელდება.
27-აპრილი-2011
გარეგანათების სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა
მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ძლიერი ქარის შედეგად სენაკი-ხობი-ხამისკურის მონაკვეთის გარეგანათება დაზიანდა. ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტმა 8428 ლარი გამოყო და სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შპს ,,ხობის დასუფთავება და განათებამ“ გარეგანათების სამონტაჟო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ.
27-აპრილი-2011
ყველა გამარჯვება საქართველოსა და ხობს ეკუთვნის
საქართველოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელს- გენადი კვიკვინიას წარმატებული სპორტული მაჩვენებელი ხობელთა სახელით მიულოცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ. ხობელმა სპორტსმენმა გამგებელთან შეხვედრისას ისაუბრა იმ დიდი ემოციაზე, რაც ყოველ გამარჯვებას მოაქვს ,, ყველა გამარჯვება საქართველოსა და ხობს ეკუთვნის’’ – აღნიშნა მან. მუნიციპალიტეტის გამგებელმა სპორტსმენს მომავალი წარმატებები უსურვა.
26-აპრილი-2011
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი შუა ხორგის მოსახლეობას შეხვდა
26 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა სოფელ შუა ხორგის მოსახლეობას შეხვდა. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ‘’ ფარგლებში მოსახლეობის თანაჩართულობა, ადგილობრივთა დასაქმება, საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით ამხანაგობების მიერ ტექნიკის მობილიზება, სოფელში არსებული შენობა – ნაგებობებისა და შიდა გზების სარემონტო სამუშაოები, სოფლის წყალმომარაგების სისტემაში არსებული პრობლები- ყველა მათგანზე გამგებელმა ადგილობრივი მოსახლეობისაგან მიიღო ინფორმაცია და ასევე კონკრეტულ საკითხებზე გააცნო ის გეგმები , რაც სოფლის პრობლემების გადასაწყვეტადაა გამოკვეთილი.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეხვედრისას აღნიშნა ,,რომ შუა ხორგის ტერიტორიაზე, ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის სახელწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 400 000 ლარი, რომლის კვალიფიციური და დროული შესრულება სოფელს სტიქიისაგან დაიცავს. შესაბამისად დაცულ იქნება სახნავ- სათესი სავარგულები.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
26-აპრილი-2011
სამუშაო შეხვედრა გამგეობის სამსახურებთან
26 აპრილს მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ რწმუნებულ სამსახურებში მიმდინარე და წამოჭრილ კონკრეტულ საკითხებზე. სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხი გაეცა შეკითხვებს, რაც სამსახურების შემდგომი კოორდინაციის ხელშემწყობი ფაქტორია. მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა , რომ ტერიტორიულ ერთეულებში ადგილზე გაეცნობა მოსახლეობის აზრს , სადაც რეალურად გამოჩნდება თითოეულ სამსახურთან ერთად გაწეული მუშაობის შედეგები.
25-აპრილი-2011
ზეციური ცეცხლის ჩამობრძანება ხობში
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა-ადამიანთათვის უფლის მოწყალებაა, რომელიც მრევლისათვის სიხარულისა და იმედის მარადიულობის ნიშანია. 24 აპრილს გვიან ღამით იერუსალიმიდან ქართველი მომლოცველების მიერ ზეციური ცეცხლი ჩამობრძანდა, სადაც ხობელი ახალგაზრდობა და მრევლი, საქართველოს თავისუფლებისათვის აღსრულებული დათა ხურცილავას ძმის- დაჩი ხურცილავას გვერდით იდგა, რომლის გადარჩენა უფლის ნებით იყო სიმბოლო, სიცოცხლის გაგრძელებისა. სიცოცხლის, სადაც მამულისათვის გარდაცვალება – უკვდავებაა და გადარჩენა უფლის ნება.
ზეციური ცეცხლი ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში აგვისტოს ომში გადარჩენილმა გმირმა შემოაბრძანა. ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, სულიერი მამები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე მრევლთან ერთად შეეგებნენ ზეციურ ცეცხლს და ქრისტეს აღდგომის დიდებულება ერთად გაიზიარეს. ,,რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო”- წმინდა დღისა და უფლის აღდგომის ბრწყინვალების ჟამს .
ზეციური ცეცხლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ტაძარს გადაეცა. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავთ!
24-აპრილი-2011
აღდგომა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ იმედის, სასოების და უდიდესი სასწაულქმედების ღვთივკურთხეულ დღეს- აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უფლის სახედ და ხატად ქმნილ ყოველ ქრისტიანს ვუსურვებთ უფლის სიყვარულით, უფლის სახელით, უფლის აღდგომის სიხარულით ცხოვრებას.გფარავდეთ ძე ღვთისა!
19-აპრილი-2011
ხობის ,,კოლხეთი” - ტყიბულის „მეშახტე“ 1:0
19 აპრილს ქ.ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის მორიგი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ხობის ,,კოლხეთმა” ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი „კოლხეთის“ თავდამსხმელმა გიორგი ფარფალიამ გაიტანა. თამაში ხობელთა გამარჯვებით ანგარიშით 1- 0 დასრულდა.
19-აპრილი-2011
საგაზაფხულო-სააღდგომო გამოფენა
19 აპრილს დამთვალიერებელთა წინაშე სააღდგომო თემატიკით წარსდგა ქალაქის #2 ბაგა-ბაღი ,,წითელქუდა’’. აღსაზრდელთა მშობლებისა და პედაგოგების ნამუშევრებში ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული ტრადიციულ - სააღდგომო სიმბოლიკაზე. გამოფენა დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, გამგებლის მოადგილემ რალა ჩემიამ და საზოგადოების წარმომადგენლებმა. აღინიშნა თვითნასწავლი შემოქმედების გამომსახველობითი უნარი, ფერებისა და ნაკეთობების ორიგინალურობა.
გამოფენა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება .
18-აპრილი-2011
ხობში გამწვანების აქციის მესამე კვირეული დაიწყო
18 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით გამწვანების აქციის მესამე კვირეული დაიწყო. აქციის წინა კვირეულის ფარგლებში საჯარო მოხელეებმა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებმა თავად შეარჩიეს ნერგები და აჩუქეს ქალაქს. მესამე კვირეულისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შეძენილ იქნა სხვადასხვა სახეობის ნერგები. დღის განმავლობაში დარგულია 72 ძირი ხე-მცენარე. აქცია გრძელდება.
18-აპრილი-2011
გოგა ბერაის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დასრულდა
18 აპრილს დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში,ტურნირი მის მშობლიურ სოფელ პირველ ხორგაში გაიმართა, შეჯიბრში მონაწილეობას 8 გუნდი იღებდა.
1 ადგილი დაიკავა- შუა ხორგის გუნდმა
II ადგილზე გავიდა -ხობის ფეხბურთელთა გუნდი
IIIადგილი დაიკავა -პირველი ხორგის ფეხბურთელთა გუნდმა
ტურნირში გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ,ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებითა და მისივე ორგანიზებით ჩატარდა.
17-აპრილი-2011
ბზობა - ბაიაობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს უფლის მაცხოვრის დიდებით შესვლას იერუსალიმში!
15-აპრილი-2011
ადგილობრივ მოსახლეობას ჰიბრიდული სიმინდის მაღალხარისხიანი სათესლე მასალა აგროვადებში მიეწოდა
საქართველოს ხელისუფლების მიერ აგრარულ პოლიტიკაში შეტანილი ინოვაცია- რომელიც კლიმატმედეგი ჯიშის სიმინდის პოპულარიზაციას და შესაბამისად მოსავლიანობისა და ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად- ხობის მუნიციპალიტეტში წარმატებულად ხორციელდება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა პროგრამა, რომელიც ფერმერთა თესლით უზრუნველყოფის ღონისძიებებს ითვალისწინებდა. ფერმერებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია სიმინდის სახეობების შესახებ, შედგა სამუშაო შეხვედრები, სადაც ფერმერებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილეს სიმინდის თესვასთან, მოსავლიანობასა და ტექნიკურ - ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული საკითხები. მოსახლეობას მოთხოვნის შესაბამისად მიეწოდა დაავადებებისადმი მაღალი რეზისტენციით გამორჩეული, ხარისხიანი სათესლე მასალა, რომლის გაცემა მოხდა რწმუნებულებისა და ფიზიკურ პირებს შორის ხელშეკრულების საფუძველზე. აღსანიშნავია ახალი სოფლის, ძველი ხიბულის, თორსის, ხეთის და გურიფულის მოსახლეობის მაღალი აქტივობა. გამგეობის რწმუნებულები ინფორმირებულ არიან მუნიციპალიტეტსა და რეგიონში არსებულ სასოფლო- სამეურნეო ტექნიკური მომსახურების ცენტრების შესახებ. რათა დაცული იქნეს აგროვადები, ასევე თესვისას მწკრივთაშორისი და რიგთაშორისი მანძილი, რაც ხელს შეუწყობს მარცვლეული კულტურის მაღალმოსავლიანობას. აგრარული პროგრამის ხელშეწყობისათვის მუნიციპალიტეტში ფერმერთა მხარდასაჭერი ყველა სახელწიფო და შიდა პროექტები მაქსიმალურად მოქმედებს, რათა სიმინდის ჰიბრიდული ჯიშის უხვი მოსავალი იქნას მიღებული. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმში არიან გადასული, რომ ნებისმიერი პრობლემა სიმინდის ჯიშით დაინტერესებული პირებისა გადაჭრილ იქნას. თესვის პროცესებთან დაკავშირებით ტერიტორიულ ერთეულებში სისტემატური გასვლები აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
14-აპრილი-2011
14-აპრილი ქართული ენის დღე
დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები მაშინდელი ხელისუფლებისაგან საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად ითხოვდნენ.მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
სწორედ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დაგეგმილია ღონისძიებები.
14-აპრილი-2011
გოგა ბერაიას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში სტარტი აიღო
14 აპრილს სოფელ პირველ ხორგაში სტარტი აიღო რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობს 8 გუნდი. ფინალური მატჩი გაიმართება 18 აპრილს.
14-აპრილი-2011
ევროპის ჩემპიონატზე გენადი კვიკვინიამ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგები დაამარცხა
საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში 11 სპორტმენით გამოვიდა, რომელთა შორის დიდებში ყველაზე წარმატებულად 110-კილოგრამ წონით შორის კატეგორიაში ხობელმა გენადი კვიკვინიამ იასპარეზა. სპორტსმენმა ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეების დამარცხება შეძლო და მემარჯვენეებს შორის ოქროს, ხოლო მემარცხენეებს შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
12-აპრილი-2011
აქცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდება
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გამწვანებისა და დასუფთავების ერთთვიანი ღონისძიების ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ეწყობა გამწვანების კვირეულები. Gგამგეობის საჯარო მოხელეების მიერ უკვე დარგულია 200- მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე. 12 აპრილს უკვე მეორე კვირეულის ფარგლებში აქციას ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების,საფინანსო- საბიუჯეტო და სოციალური სამსახურების თანამშრომლები შეუერთდნენ. დღის განმავლობაში დაირგო 85 ძირი მარადმწვანე ხე. აქცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და გამგებლის ინიციატივით გამოვლინდება გამგეობის სამსახური, საჯარო მოხელე ან მოქალაქე, რომელიც ყველაზე აქტიურ წვლილს შეიტანს ქალაქის გამწვანების პროგრამაში.
11-აპრილი-2011
„მხიარული სტარტები“ დაიწყო
2011 წლის 9 აპრილს გამგეობის სპორტისა და ხალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივით, ხობის მუნიციპალიტეტის მაშტაბით სტარტი აიღო პროექტმა „მხიარული სტარტები“. აღსანიშნავია, რომ სპორტულ–გასართობ პროექტში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ სკოლის პედაგოგები, რაც თამაშს კიდევ უფრო აზარტულს ხდის. ,,მხიარული სტარტების‘’ ფარგლებში სკოლებს შორის შეჯიბრებები გაგრძელდება 2011 წლის 9 მაისამდე, ფინალში გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება გამგეობის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით.
09-აპრილი-2011
9 აპრილის ღონისძიება ხობში
9აპრილი ერის დაუვიწყარი ტკივილისა და სულიერი ამაღლების დღე აღინიშნა ხობის მუნიციპალიტეტში. 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან დილიდანვე შეიკრიბა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოხელეები, მოსწავლე ახალგაზრდობა. ,,აპრილის მზეო, ამოანათე ცრემლი, მალამოდ ექეც უკიდეგანო ნაღველს,” აპრილის ტრაგედია ჩანახატებითა და საგალობლებით წარმოადგინეს ქალაქის საერო სკოლა,, არეას’’ მოსწავლეებმა. პარაკლისი გადაიხადა სამების ტაძრის წინამძღვარმა, მამა კირიონმა. საზოგადოებასთან ერთად პარაკლისს დაესწრო მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ,,საქართველოს მრავალგზის განსაცდელთა შორის, ერთ-ერთი ცხრა აპრილია, რომელსაც ერმა ღირსეულად გაუძლო, სწორედ აპრილის გმირთა სიცოცხლითა და თავგანწირვით.,თითოეული მათგანის სახელი არის ერის სახელი, მათი ხსოვნა კი ერის ტკივილი და სიამაყე. ცხრა აპრილის მსხვერპლთა შორისაა ხობელი მაკა ლატარიას 16 წლის ქალიშვილი ნათია ბაშალეიშვილი, ყოველი მათგანის თავგანწირვა გვავალდებულებს- უფრო მეტად გვიყვარდეს მამული, ვიდრე სული ჩვენი. ‘’ მემორიალთან იყო ყვავილები, ისმოდა საგალობლები და დაინთო სანთლები- მათთვის,,ვინც სრულიად საქართველოს სახელით ‘’ 22 წლის წინათ აენთო მამულის სახელს.
08-აპრილი-2011
ხობის საჯარო მოხელეებმა მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 ძირი ხე დარგეს
სოფელ პირველ მაისში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის კომპლექსში ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება დაიწყო, აქციაში მონაწილეობა მიიღო პირადად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ და გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა რალა ჩემიამ . მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. გამგებელმა მოუწოდა მოსახლეობას შეძლებისდაგვარად გაანაშენონ და დაამშვენონ წმინდა სავანის გარემო. სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში 500 ძირი ციტრუსის ხე დაირგო.
07-აპრილი-2011
ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ხარება, ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია, აღინიშნება 7 აპრილს. ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს.
07-აპრილი-2011
საქართველოს პრეზიდენტმა ხობში ახალი ჰოსპიტალური საავადმყოფო გახსნა
7 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხობში ზოგადი პროფილის საავადმყოფო გახსნა. ხობის საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს. ,,ბლოკ- ჯორჯიამ~ ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერითა და TBC ბანკის თანადაფინანსებით სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების ვადაზე 9 თვით ადრე შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტმა კლინიკის გახსნისას ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ,,დღეს აქ ნათლად სჩანს განსხვავება ძველსა და ახალ სისტემას შორის, ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე, ეს არის ის ეფექტური პროექტი, რითაც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდება მკურნალობა და რეაბილიტაცია.”
კლინიკაში სამედიცინო მენეჯმენტის მართვას ახორციელებს შ. პ.ს.,, პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელი’’. კლინიკის კადრები მთლიანად ადგილობრივი რესურსითაა დაკომპლექტებული, რომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე,ასევე ,,პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელი’’ იზრუნებს.
კლინიკის სამედიცინო მომსახურების პროფილსა და მაღალტექნოლოგიური აპარატურით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა შრომის,ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა-ანდრია ურუშაძემ.
ხობის ჰოსპიტალური საავადმყოფოს გახსნას დაესწრნენ მხარის გუბერნატორი ზაზა გოროზია, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები, სამედიცინო პერსონალი და ქვეყნის მედია –საშუალებების წარმომადგენლები.
,,ასი საავადმყოფოს“ პროგრამით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს აბაშის, ფოთის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, რაც რეგიონის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.
06-აპრილი-2011
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შტაბის სტრუქტურისა და შემადგენლობის სამუშაო გეგმის გაცნობა
6 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შტაბის სტრუქტურისა და შემადგენლობის სამუშაო გეგმის გაცნობა, სადაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რეაგირების დეპარტამენტის და მხარის ადმინისტრაციული სამსახურის პასუხისმგებელი მუშაკები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა წარმომადგენლები. შტაბის შექმნის მიზანს წარმოადგენს საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილება, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში-საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკის ობიექტებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვა და მატერიალური ზიანის შემცირება.
06-აპრილი-2011
პირველობა კალათბურთში გოგონათა შორის დასრულდა
ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა პირველობა კალათბურთში გოგონათა შორის: პირველი ადგილი დაიკავა-ხობის 1საჯარო სკოლამ მეორე ადგილზე გავიდა -შუა ხორგის საჯარო სკოლა მესამე ადგილი -ახალი ხიბულის საჯარო სკოლას ერგო
05-აპრილი-2011
ხობის მუნიციპალიტეტში ქარისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საჯარო სკოლებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. ქარმა მნიშვნვნელოვნად დააზიანა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის და სამრეკლოს სახურავიც, ამ დროისათვის ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლის.
05-აპრილი-2011
ხობელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ფეხბურთში
ოცდამეხუთე ტურის მორიგი კალენდარული შეხვედრა ხობის „კოლხეთმა“ საკუთარ მოედანზე გამართა. ხობელმა ფეხბურთელებმა წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლეს. შეხვედრა თავიდანვე დაძაბულად მიმდინარეობდა,ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად თამაში ხობელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა,შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს და მეტოქის კარის მიმართულებით ორი ბურთის გატანა გელა ლომაიამ და გიორგი ფარფალიამ შეძლეს.საბოლოო ანგარიში 2:1 ხობელთა სასარგებლოდ დასრულდა. ეს ხობელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა.
05-აპრილი-2011
დაინიშნენ
ანატოლი სიჭინავა- ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად.
ნინა ბუკია-სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსად.
ლექსო კემულარია-ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად.
04-აპრილი-2011
დასრულდა პირველობა კალათბურთში ჭაბუკთა შორის
დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა პირველობა კალათბურთში ჭაბუკთა შორის. ადგილები შემდეგ ნაირად გადანაწილდა: I ადგილი- ხობის #1 საჯარო სკოლა II ადგილი-ახალისოფლის საჯარო სკოლა III ადგილი-ახალი ხიბულის საჯარო სკოლა. 6 აპრილიდან გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა პირველობა კალათბურთში გოგო ნათა შორის.
04-აპრილი-2011
,,ბიზნეს ჯგუფმა“ იგლისურ ენაში ოლიმპიადა ჩაატარა
2011 წლის 3 აპრილს არასამეწარმეო ,,ბიზნეს ჯგუფმა’“ მესამე და მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შორის ინგლისურ ენაში ოლიმპიადა ჩაატარა, სადაც საუკეთესო შედეგი აჩვენა ხობის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ბუკიამ და ლიზი ჭითაშვილმა. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა ზუგდიდის #1 საჯარო სკოლაში
03-აპრილი-2011
ხობელი მოსწავლეები კონკურსში გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროგრამას სამეგრელო ზემო-სვანეთში ახორციელებს ასოციაცია `ათინათი~. მათ მიერ ჩატარებულ ტრენინგებსა და ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვნენ ხობის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და მოსწავლეები, ხობელი მოსწავლეები კონკურსში გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ.
2 აპრილს ქ.ზუგდიდში გაიმართა შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც დააჯილდოეს გამარჯვებულები. ხობის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ პროექტ `ჩამოართვი ხელი ჯანმრთელობას~ ფარგლებში გამარჯვებული საკონკურსო პლაკატისათვის და ლოზუნგისათვის.
ასევე დაფინანსდა კლუბის მიერ შემუშავებული პროექტი `კონფლიქტში მყოფი მოსწავლეები~ (პროექტის ავტორი ნიკა სურმავა).
01-აპრილი-2011
მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში
1 აპრილს სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის პირველობამ კალათბურთში. გაიმართა ჭაბუკთა შორის პირველი შეხვედრები,ახალ სოპლის გუნდმა სძლია ზემო ქვალონის გუნდს.
შუა ხორგისა და ახალი ხიბულის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სადაც 12:10 გაიმარჯვა ახალი ხიბულის გუნდმა.
ფინალური მატჩი გაიმართება 4 აპრილს.