28 მარტს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამუშაო თათბირი მოიწვია, სადაც გამგეობის სამსახურებთან, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან, სამუშაო ფარგლებში წარმოდგენილ სოციალური სუბსიდიების ხობის სააგენტოს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონალური სერვის ცენტრის ხელძღვანელობასთან განიხილა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროცესებში ხობის მუნიციპალიტეტის ხვედრითი წილისა და ამავე მიმართულებით დაგეგმილი და გასათვალისწინებელი სამუშაოები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები. თათბირზე
თემთა განვითარების პროგრამა წარმოადგინა გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენელმა.
გამგებელმა ყურადღება გაამახვილა აგროსექტორის განვითარების პერსპექტივებზე. ისაუბრა მუნიციპალიტეტის აგროსექტორის განვითარებისათვის შიდა მუნიციპალური პროექტის ამოქმედების საჭიროებაზე, რომლის ფარგლებში დავალებები მიეცათ ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებს- გააკეთონ მაქსიმალური მობილიზება, კოორდინირებულად მიაწოდონ ინფორმაცია სოფელში არსებულ ტექნიკურ საშუალებებზე და ასევე მოახდინონ რეგიონში არსებული აგროტექნიკის დროული მოთხოვნა, რომ ფერმერებს არ დარჩეთ დაუმუშავებელი მიწის სავარგული. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კლიმატმედეგი სიმინდის პოპულარიზაციაზე. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივა ,,ხობის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავების მექანიზმები,’’ განიხილება აგრარულ ჯგუფებთან და ამ სტრატეგიაში მთავარი ხობელი ფერმერი იქნება, რომელმაც ქართული პროდუქციის შექმნაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე მოქმედებს, ახლა მთავარია, ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა ავამოქმედოთ.რაშიც უნდა გამოვიყენოთ ფერმერთა გამოცდილება, დავგეგმოთ ნოვაციური პროექტები, ავამოქმედოთ ფერმერთა საქმიანობის მხარდასაჭერი ყველა მექანიზმი- ფინანსური და სადაზღვევო ინსტიტუტები, საინფორმაციო და მედია საშუალებები. ეს არის სახელწიფო მნიშვნელობის მოთხოვნა და გზა, რომელიც ქვეყნისა და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გაძლიერებას და მოსახლეობის დასაქმებას მოგვიტანს‘’ განაცხადა გამგებელმა თავის გამოსვლაში. თათბირზე განხილული საკითხები აქტიურ რეჟიმში გადავიდა და მუდმივი კოორდინაციისა და კონტროლის სფეროს განეკუთვნება.