14 მარტს 15:00 საათზე ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხობის ,,კოლხეთმა” ოზურგეთის ``მერცხალს`` უმასპინძლა. თამაში 1:0 ხობელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმის 73-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა ოთარ ფიფიამ, რითაც გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა შემატა