ძვირფასო დედებო გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ სიყვარულს, სულიერ სიმშვიდეს, სიკეთეს თქვენი ლოცვის ძალა არ დაჰკლებოდეს საქართველოს შვილებს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია.


  
 3 მარტს დედის დღეს მიეძღვნა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა საზეიმო ღონისძიება, ლიტერატურულ კომპოზიციაში მოსწავლეებმა უდიდესი სითბოთი გამოსახეს ღვთითნაკურთხი, ტრადიციული ღირებულება, რასაც ქართველი ქალი და ქართველი დედა ჰქვია.

     ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა მომავალი თაობის მიერ გულწრფელად ნათქვამი ``გმადლობთ და გილოცავთ დედა!``