30-მარტი-2011
გამწვანების აქციაში საჯარო მოხელეები ჩაერთდნენ
30 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ იგორ ტყებუჩავას ინიციატივით მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში 47 ნერგი დარგეს. ,,ამ აქციით თითოეულ ხობელს გვინდა მოვუწოდოთ, ჩაერთოს ამ საშვილიშვილო საქმეში, რათა ჩვენი ქალაქი გაცილებით სუფთა და მწვანე გახდეს" განაცხადეს საჯარო მოხელეებმა. აქციაში თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელიც ჩაერთო.სხვადასხვა სახეობის ნარგავები თითოეულმა საჯარო მოხელემ პირადად დარგო, აქცია მაშტაბურ ხასიათს მიიღებს ის ერთი კვირა გაგრძელდება სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მის სახელზე ერთი ძირი ხე დარგოს.
30-მარტი-2011
ხობის ,,კოლხეთი” ბათუმიდან გამარჯვებული დამბრუნდა
30 მარტს ქ.ბათუმის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრა გაიმართა, ბათუმის ``ადელიმ``ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა . პირველი ტაიმი 0:2 ხობელთა უპირატესობით მიმდინარეობდა , ხოლო მატჩი 1:3 ``კოლხეთის`` გამარჯვებით დასრულდა. ``კოლხეთის`` რიგებიდან გოლი გელა ლომაიამ, ირაკლი კუტალიამ და მამუკა ჭკადუამ გაიტანეს. www.sites.google.com/site/kolkhetikhobi
29-მარტი-2011
გ.ცაბაძის სიმღერების კონკურსში ხობელი ნინო გოთოშია პირველი ხარისხის პრემიით დაჯილდოვდა
ქალაქ თბილისში , მარტის თვეში ხელოვნების აკადემიაში გ.ცაბაძის სიმღერების კონკუსში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმთან არსებული სიმღერის სტუდიის მოსწავლემ ნინო გოთოშიამ (პედაგოგი-. გოგოტიშვილი. დირექტორი-ნ.ჯალაღონია). ის წარმატებით წარსდგა კომპეტენტური ჟიურის წინაშე. 137 მონაწილედან ოცდაჩვიტმეტი გამარჯვებულ კონკურსანტთა შორის დაჯილდოვდა პირველი ხარისხით პრემიით. ესტრადის ვარსკვლავებთან და რჩეულ შვიდ კონკურსანტთა შორის ნინომ მოიპოვა გალა კონცერტზე მონაწილეობის უფლება,რომელიც ჩატარდება 6 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, იქვე მოხდება კონკურსანტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
29-მარტი-2011
სამუშაო თათბირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
28 მარტს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამუშაო თათბირი მოიწვია, სადაც გამგეობის სამსახურებთან, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან, სამუშაო ფარგლებში წარმოდგენილ სოციალური სუბსიდიების ხობის სააგენტოს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონალური სერვის ცენტრის ხელძღვანელობასთან განიხილა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროცესებში ხობის მუნიციპალიტეტის ხვედრითი წილისა და ამავე მიმართულებით დაგეგმილი და გასათვალისწინებელი სამუშაოები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები. თათბირზე
თემთა განვითარების პროგრამა წარმოადგინა გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენელმა.
გამგებელმა ყურადღება გაამახვილა აგროსექტორის განვითარების პერსპექტივებზე. ისაუბრა მუნიციპალიტეტის აგროსექტორის განვითარებისათვის შიდა მუნიციპალური პროექტის ამოქმედების საჭიროებაზე, რომლის ფარგლებში დავალებები მიეცათ ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებს- გააკეთონ მაქსიმალური მობილიზება, კოორდინირებულად მიაწოდონ ინფორმაცია სოფელში არსებულ ტექნიკურ საშუალებებზე და ასევე მოახდინონ რეგიონში არსებული აგროტექნიკის დროული მოთხოვნა, რომ ფერმერებს არ დარჩეთ დაუმუშავებელი მიწის სავარგული. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კლიმატმედეგი სიმინდის პოპულარიზაციაზე. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივა ,,ხობის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავების მექანიზმები,’’ განიხილება აგრარულ ჯგუფებთან და ამ სტრატეგიაში მთავარი ხობელი ფერმერი იქნება, რომელმაც ქართული პროდუქციის შექმნაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე მოქმედებს, ახლა მთავარია, ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა ავამოქმედოთ.რაშიც უნდა გამოვიყენოთ ფერმერთა გამოცდილება, დავგეგმოთ ნოვაციური პროექტები, ავამოქმედოთ ფერმერთა საქმიანობის მხარდასაჭერი ყველა მექანიზმი- ფინანსური და სადაზღვევო ინსტიტუტები, საინფორმაციო და მედია საშუალებები. ეს არის სახელწიფო მნიშვნელობის მოთხოვნა და გზა, რომელიც ქვეყნისა და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გაძლიერებას და მოსახლეობის დასაქმებას მოგვიტანს‘’ განაცხადა გამგებელმა თავის გამოსვლაში. თათბირზე განხილული საკითხები აქტიურ რეჟიმში გადავიდა და მუდმივი კოორდინაციისა და კონტროლის სფეროს განეკუთვნება.
28-მარტი-2011
ორი საგზური უმაღლეს ლიგაში
16 დან 28 მარტის ჩათვლით,ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის შეხვედრა გაიმართა, ტურნირში მონაწილეობას 12 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები ღებულობდნენ. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული ნორჩი მოჭადრაკეები იღებდნენ.მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის განათლების სასპორტო სკოლის მოსწავლეებიც ასპარეზობდნენ,ხობის ღირსებას 3 ნორჩი მოჭადრაკე იცავდა,ამათგან ორმა, გიორგი ლატარიამ და ამირან შონიამ მე-4 და მე-5 ადგილები დაიკავეს,რითაც უმაღლესი ლიგის ტურნირისათვის დაწესებული 10 საგზურიდან 2 მოიპოვეს და თბილისში დაგეგმილ შეჯიბრებაში ასპარეზობის უფლება მიიღეს,ტურნირი ჭაბუკთა შორის შვეიცარული სისტემით ჩატარდა, სადაც ყველაზე პერსპექტიულ მონაწილედ გიორგი ლატარია დასახელდა.
25-მარტი-2011
თამაში ხობელთა სასარგებლოდ დასრულდა
14 მარტს ხობის ცენტრალურ მოედანზე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრა გაიმართა, ხობის „კოლხეთმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა .მატჩი ხობელთა უპირატესობით მიმდინარეობდა,მიუხედავად ცუდი ამინდისა ხობელმა ფეხბურთელებმა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინეს და თამაშში გადამწყვეტი ერთადერთი გოლი,კოლხეთის რიგებიდან გიორგი ფარფალიამ გაიტანა.თამაში 1:0 ხობელთა სასარგებლოდ დასრულდა.
25-მარტი-2011
შედგა საინტერესო შეხვედრა საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის, ახალგაზრდა პედაგოგებისა და ახალგაზრდულ საქმეთა წარმომადგენლების შორის
2011 წლის 25 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში ახალგაზრდულ საქმეთა მთავარი სპეციალისტის კოორდინებით შედგა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის, ახალგაზრდა პედაგოგებისა და ხობის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ საქმეთა წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ურთიერთანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის ახალგაზრდობისათვის მათი იდეურ და სულიერ კონსოლიდაციას, რაც ძირითადად ინდივიდუალიზმითა და საზოგადოებრივი აზროვნების შერწყმით მიიღწევა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ შემუშავებული კულტურულ, საგანმანათლებლო და აგრარული პროექტები. საინტერესოდ მოახდინეს სამუშაო გეგმების პრეზენტაცია და მიიღეს შეთანხმება, რომ განმტკიცდეს სკოლაში დისციპლინური კლუბების მუშაობა და ხელი შეუწყონ მოსწავლის უმთავრესი ვალდებულებების-სწავლების მაღალხარისხობრივ წარმართვასა და მოსწავლეთა ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური აგრძელებს ამ ფორმატით მომავალი თაობის იდეების გაცნობასა და პროექტების პრეზენტაციას, მათი სამომავლო ხედვების გათვალისწინებას და კოორდინებას.
23-მარტი-2011
კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ უკვე მესამე წელია წარმატებულად ტარდება
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდათა სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად ატარებს ინტელექტუალურ კონკურსს ,,ჩვენ ვსწავლობთა ბიბლიას“. კონკურსი მესამე წელია წარმატებულად ტარდება.
კონკურსის პირველი ეტაპი უშუალოდ სკოლებში ჩატარდა, ხოლო მეორე, რაიონული ეტაპი, გაიმართება 2011 წლის 24 მარტს ხობის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში. კონკურსში მონაწილეობს 14 საჯარო სკოლის 21 გუნდი ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით.
რაიონულ ტურში გამარჯვებული გუნდები გააგრძელებენ ბრძოლას მესამე, რეგიონულ, ტურში.
23-მარტი-2011
მორიგი კალენდარული შეხვედრა ხობის ცენტრალურ სტადიონზე
24 მარტს 15:00 საათზე ხობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრა. ხობის “კოლხეთი” თბილისის “ლოკომოტივს”უმასპინძლებს
21-მარტი-2011
ხობი აგრარული რაიონი 2011“
21 მარტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ფერმერთა მომსახურების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შეხვდა მუნიციპალიტეტის წარმატებულ ფერმერებს, ფერმერთა ცენტრის წარმომადგენლებს, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს თემატური სამუშაო პროგრამით- ,, ხობი აგრარული რაიონი’’. შეხვედრაზე განსახილველმა აგრარულმა პროგრამამ მოიცვა მუნიციპალიტეტში განვითარებული ყველა აგრო- სფერო. ტერიტორიული ერთეულებიდან წარმოდგენილ იქნენ წარმატებული ფერმერები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა განიხილა მუნიციპალიტეტის რეალური პოტენციალი, რომლის ფარგლებში გამოკვეთა მთავრობის აგრარულ სტრატეგიაში- მიწათმოქმედთა განსაკუთრებულ წვლილი. სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა კლიმატმედეგი სიმინდის ჯიშის პოპულარიზაციასა და მისი აგრო- ვადებში დათესვასთან დაკავშირებით ხელძღვანელობისა და ფერმერების მუდმივ მზაობაზე. ფერმერებს ცხოველთა დააავადებების პრევენციისა და გამოვლენილი დაავადებების წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე რეკომენდაციები და შესაბამისი რჩევები მისცეს დარგის სპეციალისტებმა. გამოიკვეთა პროფესიული სწავლების ცენტრში ადგილობრივი აგრო- სპეციალისტების მომზადების აუცილებლობა. ამ პროცესებში ახლად ჩამოყალიბებული ფერმერთა მომსახურების ცენტრის სამომავლო გეგმებში გათვალისწინების საჭიროება და სახელმწიფო მიმართულებების სრულ განხორციელებაში მუნიციპალიტეტის ყველა რესურსის გაერთიანება. სახელწიფო მიმართულებებზე, აგრო სექტორში განსახორციელებელ ნოვაციებზე ისაუბრა საკრებულოს ფრაქცია,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ ბატონმა თემურ გულუამ, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა გოჩა ქაჯაიამ., ხაზი გაუსვა ფერმერების, სახელწიფო და კერძო სტრუქტურების კოორდინაციის აუცილებლობას, რის ერთ-ერთ მაგალითად შეხვედრის ამგვარი ფორმატი დააასახელა . ფერმერებმა გამოხატეს დადებითი დამოკიდებულება ხელისუფლების მიზანმიმართულ აგრარულ სტრატეგიასთან დაკავშირებით. გამოკვეთა პოზიცია, რომ მათი გამოცდილების გაზიარებისა და ასევე დამატებითი კონსულტაციების მისაღებად შესანიშნავი საშუალებაა ფერმერთა ამგვარი ტიპის შეხვედრები . საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა წარმატებულმა ფერმერმა ბატონმა მოგელი სოსელიამ, რომელმაც წლების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია გაუზიარა საზოგადოებას.ასევე საინტერესო იყო მარცვლეული კულტურების, მეფუტკრეობის, მეციტრუსეობის დარგში მომუშავე მეურნეთა აზრები და ინფორმაციები. ფერმერებს ფერმერული ცენტრის ქმედითობაზე და რეალურ პერსპექტივებზე ესაუბრა ფერმერთა მომსახურების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი გივი შენგელია. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ წარმატებული საოჯახო მეურნეობების შექმნისა და შენარჩუნებისათვის, ტრადიციულობისა და გამოცდილებისათვის, მუნიციპალიტეტის შიდა პროდუქტის შექმნაში შეტანილი წვლილისათვის ხელისუფლების სახელით მადლობა გადაუხადა ფერმერებს. გადასცა მათ გამგეობის საპატიო სიგელი და უსურვა შემდგომი წარმატებები ქვეყნის სასოფლო -სამეურნეო და სამეწარმეო სფეროს გასაძლიერებლად.
21-მარტი-2011
საინფორმაციო შეხვედრა „ფერმერთა მომსახურების ცენტრში“
აგრარული სექტორის გაძლიერებისაკენ მიმართული საქართველოს მთავრობის ძალისხმევა საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შედის. სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ ბატონმა ვახტანგ ცხადაიამ , მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დარგის სპეციალისტებთან , ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან, წარმატებულ ფერმერებთან ერთად განიხილა კლიმატმედეგი ჯიშის სიმინდის კულტურით ფერმერთა დაინტერესებისა და ხელშეწყობისათვის სახელმწიფო, სტრატეგიული მიმართულების, სადაზღვევო კომპანიებისა და საბანკო- საკრედიტო სისტემის ჩართვის ფერმერისათვის სასარგებლო, მოქნილი ბიზნეს პოლიტიკის გატარება. . ხაზგასმით აღნიშნა სიმინდის ჰიბრიდული ჯიშის მოსავლიანობის მრავალწლიანი წარმატებული მაჩვენებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში მისი განვითარების აუცილებლობა, რაშიც საქართველოს მთავრობა ყველა აუცილებელ პირობებს უქმნის ფერმერებს. საინფორმაციო რეკომენდაციები გასცეს ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ ისაუბრა მუნიციპალიტეტის სასოფლო- სამეურნეო ტერიტორიის მაქსიმალური ათვისებისათვის საჭირო ღონისძიებებზე. აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში საფუძველი ეყრება მთავარ გარღვევას- შიდა პროდუქტის წარმოებაში არა მარტო ქვეყნისათვის სამყოფ, არამედ ნამატი პროდუქციის შექმნას, რაც მოგვცემს ექსპორტის საშუალებას და გააძლიერებს ამ დარგში დასაქმებული ფერმერების საოჯახო ბიუჯეტს. პასუხი გაეცა მრავალ საქმიან და დარგობრივ შეკითხვას.
20-მარტი-2011
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს ბატონ რევაზ პაპუაშვილს შეხვდა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს ბატონ რევაზ პაპუაშვილს შეხვდა, რომლის პროფესიულმა მეცნიერულმა ხედვამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხობის ისტორიული წარსულის კვლევის თვალსაზრისით. მეცნიერმა ისაუბრა ხობის ტერიტორიაზე ბოლო წლებში არქეოლოგიურ აღმოჩენათა სიმრავლესა და მნიშვნელობაზე. მუნიციპალიტეტის გამგებელმა განიხილა რამდენიმე საინტერესო წინადადება - ხობის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლების მოვლა- პატრონობისა და მათ სამომავლო ჩართვაზე ტურისტულ მარშრუტებში, რაც საქართველოს წარსულისა და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
20-მარტი-2011
SINEMAX-სი ანაგლიფურ სტერეო ფორმატის ფილმებს სთავაზობს ხობელ კინომოყვარულებს
ჩვენს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ჩნდება სამგანზომილებიანი მედია-სურათები, ფილმები, თამაშები, სტერეოფილმები კინოთეატრებში, ამ ინოვაციას ,არც ხობელები ჩამორჩნენ. კინოთეატრი ,,sinemaxs’ 14 მარტიდან , ყოველდღე ქალაქ ხობში 9 აპრილის ქუჩაზე #3, ხობელ კინომოყვარულებს 3D-ს ანაგლიფურ სტერეო ფორმატში შემოგთავაზებთ ფილმებს. www.sinemax.ge
19-მარტი-2011
,,ენერგო პრო ჯორჯია“ სამონტაჟო სამუშაოებს განაგრძობს
სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ფილიალი განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სოფელ თორსაში ნაწილობრივ შეიცვალა ძველი ამორტიზირებული ხის ელექტრო ბოძები ახალი რკინა -ბეტონის ბოძებით, მიმდინარეობს სამონტაჟო სამუშაოები
19-მარტი-2011
ხობის რაიონის პირველობა ქართულ ჭიდაობაში
19 მარტს სოფელ ქვემო ქვალონის სპორტდარბაზში ჩატარდა ხობის რაიონის პირველობა ქართულ ჭიდაობაში. წონითი კატეგორიების მიხედვით პირველი ადგილები დაიკავეს:
60კგ.- ხვიჩა ჯანჯღავა
65კგ-ლაშა საჯაია
70კგ-გოგა ლეპსაია
75კგ-გოჩა ქარჩავა
80კგ-გოჩა გვაძაბია
90კგ-გია გვაძაბია
+90კგ- მიხეილ ახალაია.
18-მარტი-2011
მორიგი გამარჯვება
18 მარტს ხობის ,,კოლხეთმა“ გასვლითი შეხვედრა ხარაგაულის ,,ჩხერიმელასთან“ გამართა, მატჩი ხობელთა უპირატესობით წარიმართა, თამაში ,,კოლხეთის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა, თამაშისას გოლები ოთარ ფიფიამ და გელა ლომაიამ გაიტანეს,რითაც გუნდს გადამწყვეტი ქულა შესძინეს
18-მარტი-2011
მოსწავლეთა პირველობა მძლეოსნობაში
18 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა პირველობა მძლეოსნობაში. შეჯიბრებები ჩატარდა შემდეგ სახეობებში გოგონები-სიგრძეში ხტომა , 60 მ რბენა, 500კროსი.
ჭაბუკები-სიგრძელზე სხდომა, 100 რბენა,800მ. კროსი
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონები -სიგრძეზე ხტომა
60მ. რბენა
1ჩხენკელი მარიამი
2.სალარიძე სალომე
3.რობაქიძე ანა
კროსი-500 მ
1მარიამ ჩხენკელი
2.მარიამ მოდებაძე
3.მელდა შონია
ჭაბუკები-სიგრძეზე ხტომა
1.ზურაბ ბაგრატია
2.ბექა შელია
3.რატი ღადუა
100მ რბენა
1.შელია ბექა
2. ირაკლი ჯეჯეია
3.რატი ღადუა
კროსი 800მ.
1.იოსები ქაქუთია
2.არმაზი ბუკია
3.თემური თითმერია
17-მარტი-2011
აზიის განვითარების ბანკის ექსპერტი ხობში
17 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ალვერდ ჩაქსელიანი და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტი ალექსანდრე არობანიძე, რომლებმაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბატონ იგორ ტყებუჩავასთან ერთად განიხილეს გარემოს დაცვითი ღონისძიებების და კერძოდ ხობის ნაგავსაყრელი პოლიგონის რეგიონალურ დონეზე მომსახურების გაწევის მიზნით აზიის განვითარების ბანკის მიერ შეასძლო ინვესტირების საკითხები.შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე ქალბატონი რალა ჩემია, შპს ხობი დასუფთავება და განათების და ნაგავსაყრელი პოლიგონის ხელმძღვანელები სტუმრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ ამ საკითხით დაინტერესებით და უახლოეს მომავალში შეთანხმდნენ საკვლევი სამუშაოების ჩატარების თაობაზე
16-მარტი-2011
გამგებელმა იუბილარს საპატიო სიგელი გადასცა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ მუნიციპალიტეტის გამგეობის საპატიო სიგელი 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადასცა ღვაწლმოსილ პედაგოგს, ხობის კოლორიტულ პიროვნებას, ინტელეგენციის ღირსეულ წარმომადგენელს, ყველა თაობისათვის საყვარელ ადამიანს ბატონ კირილე ლაგვილავას. უსურვა მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.
16-მარტი-2011
პირვეკლასელთა რეგისტრაციის ახალი წესი სკოლაში
განათლების სამინისტრომ პირველკლასელთათვის ვადები განსაზღვრა. პირვეკლასელთა სამინსტროს გადაწყვეტილებით, პირვეკლასელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად იწარმოებს პირველი მარტიდან თხუთმეტი მარტის ჩათვლით იმ ბავშვებს დაარეგისტრირებენ რომლის და-ძმა უკვე სწავლობს ან მშობელი ასწავლის აღნიშნულ სკოლაში, ხოლო სხვა პირველკლასელებისათვის რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იწარმოებს.
15-მარტი-2011
ხობის მუნიციპალიტეტში პრეზიდენტის მასშტაბური ინიციატივა
მოსახლეობისათვის დახმარების სახით ელექტროენერგიისა და სასურსათო ვაუჩერების გაცემა გრძელდება.ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ვაუჩერების გადანაწილება სოციალური სააგენტოსა და გამგეობის რწმუნებულების მიერ ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტში სასურსათო ვაუჩერის მფლობელს ემსახურება საქართველოს ,,ლიბერთი ბანკის“ ხობის ფილიალი, სადაც შესაძლებელია თანხის განაღდება,ისევე ,როგორც ელექტრო ვაუჩერის ასევე სასურსათო ვაუჩერის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია, გამოხატოს კეთილი ნება და დაეხმაროს სოციალურად დაუცველ თანამემამულეს, რაც მთავრობის ინიციატივაში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა იქნება
15-მარტი-2011
სოფელ ჭალადიდში მონადირეთა ჯგუფმა მტაცებლის ლიკვიდაცია მოახდინეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდს მგლები შეესია, დახმარებისათვის სოფლის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა, რის შემდეგაც გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ნებართვით შეიკრიბა მონადირეთა ჯგუფი, რომელსაც მამუკა ჯვარელია ხელმძღვანელობს. ჯგუფმა ერთი მგლის ლიკვიდირება მოახდინა, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით მტაცებლები გურიის მხრიდან გადმოვიდნენ. სოფლის მიმდებარე ტყეები გურიის რეგიონს ესაზღვრება. მონადირეთა ჯგუფი მგლებზე ნადირობას განაგრძობს.
15-მარტი-2011
მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოდერძი ბუკია საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
2011 წელი ხობის საერთაშორისო ფესტივალის ,,სიმღერა სამეგრელოზე“ საიუბილეო წელია, რომელიც სექტემბრის თვეში გაიმართება. დეპუტატის მიერ ფესტივალის პროექტის გაცნობისას გამოიკვეთა ფესტივალის პროგრამაში შეტანილი სიახლეები, ახალი იდეები, რომელიც ფესტივალის მასშტაბებს წინა ფესტივალებზე უფრო მოცულობითს გახდის. წიგნების, საფესტივალო ალმანახების, ფოლკლორული ჩანაწერებისა და უნიკალური მასალების გამოცემებზე მუშაობა დაწყებულია. ფესტივალისთვის ემზადებიან ცნობილი კომპოზიტორები, ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. ფესტივალის მაღალ ორგანიზებულობით დაინტერესებულია საქართველოს პრეზიდენტი, რადგან ის ჩვენი ქვეყნის, კუთხის კულტურის, ტრადიციების პოპულარიზაციის უნიკალური შესაძლებლობაა. განსაკუთრებული ისტორიული მოვლენაა სრულიად საქართველოსთვის ფესტივალის დღეებში ღვთისმშობლის ხარების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის რეზიდენციის გახსნა, რითაც საქართველოს, ხობს სულიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა შეემატება. ფესტივალი ხობის სავიზიტო ბარათია, ხობი კი ფესტივალის სახე, ამიტომაც ხობელებისათვის ჩვეული კულტურით, პასუხისმგებლობით, ტრადიციულობით ჩატარებისათვის დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილა ფესტივალის ორგანიზაციული საკითხები, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ისაუბრა ინფრასტრუქტურის შემდგომ მოწესრიგებასა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში მრევლის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობაზე. დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას დაწვრილებით გააცნო უახლოესი სამოქმედო გეგმა. მოისმინა საზოგადოების მოსაზრებები. ისაუბრა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით გატარებულ ღონისძიებებზე, რომელშიც უმთავრესი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, საზოგადოების თანაჩართულობაა, რითაც ხობი დღეს წარმატებულ მუნიციპალიტეტად ითვლება
აპრილის თვეში რეგიონისა და მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, დეპუტატის ინიციატივით ხობში 18 -კაციანი ბიზნეს ჯგუფი ჩამოვა, ასევე აპრილის თვიდან უმსხვილესი ინვესტიციის ხუდონჰესის პროექტის განხორციელება დაიწყება, რაც საქართველოს ენერგეტიკული რუკის განუმეორებელი ნაწილი და დასაქმების კერა იქნება. მიმდინარე წელსვე პროექტის პარალელურად დაიწყება ხობი-ჩხოროწყუს გზის მშენებლობა. შეხვედრაზე ინფორმაციული ხასიათის მიმოხილვა გააკეთა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ, ფესტივალის ფარგლებში მედია საშუალებების ჩართულობაზე ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა მამუკა ჭოხონელიძემ.
ხობი-სიახლეებისა და წინსვლის მოლოდინშია
14-მარტი-2011
ხობელთა მორიგი გამარჯვება
14 მარტს 15:00 საათზე ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხობის ,,კოლხეთმა” ოზურგეთის ``მერცხალს`` უმასპინძლა. თამაში 1:0 ხობელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმის 73-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა ოთარ ფიფიამ, რითაც გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა შემატა. იხილეთ ვიდეო ლინკი: http://khobi-info.blogspot.com/
10-მარტი-2011
დედის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობა მრავალშვილიან დედებს ფულად საჩუქრებს გადასცემს
ხობის მუნიციპალიტეის გამგეობის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა ფინანსები დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიან ოჯახებზე გადასაცემად. ფულად საჩუქარს 100 - ლარის ოდენობით მიიღებს 84 მრავალშვილიანი დედა. ეს არის სიმბოლური გამოხატულება იმ დიდი პატივისცემისა და მოკრძალებისა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან იმ ქალბატონების მიმართ, რომლებიც ღირსეულად ატარებენ ქართველი დედის საამაყო სახელს.
10-მარტი-2011
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მწვავე რესპირაციული დაავადებების მასიურად გავრცელების გამო სკოლამდელმა სააღმრზდელო გაერთიანებამ 18 თებერვალს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყვიტა. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 9 მარტს განახლდა.
09-მარტი-2011
,,ხობი XXl საუკუნე '' მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საჭადრაკო ტურნირს ატარებს
7-11 მარტის ჩათვლით ასოციაცია ,,ხობი XXl საუკუნე '' მოსწავლე ახალგაზრდულ სასახლეში ატარებს საჭადრაკო ტურნირს 5 დან 12 წლის მოსწავლეებში. ტურნირში l,ll,lll ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან. თითოეულ მონაწილეს სიგელი და პრიზები გადაეცემათ.
07-მარტი-2011
8 -მარტი ქალთა საერთაშორისო დღე
ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს, ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელე ქალბატონებს შეხვდა. მიულოცა ქალთა დღე და გადასცა მათ საჩუქრები ,,მუნიციპალიტეტის წინსვლაში, განვითარებაში, ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიურ როლს თამაშობენ ქალბატონები, დიდია თქვენი წვლილი ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, აქ არიან ქალბატონები, რომლებმაც გაუძლეს დროის გამოცდას და დღესაც ჩვეული ენერგიით აგრძელებენ საქმიანობას, მე მიხარია, რომ მიწევს თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ვაღწევ წარმატებებს..“ აღნიშნა გამგებელმა. აქვე გამგეობის საპატიო სიგელი გადასცა საჯარო მოსამსახურეთა ხობის პროფესიული კავშირების თავმჯდომარეს ქალბატონ დიანა ჯანჯღავას საქმისადმი ერთგულების, მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნების, ხობის მუნიციპალიტეტში პროფესიული კავშირის ქმედითუნარიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
04-მარტი-2011
ხობელთა გამარჯვება ფეხბურთში
4 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრა გაიმართა. ხობის „კოლხეთმა“ წალენჯიხის „სქურს“ უმასპინძლა მატჩი თავიდანვე დაძაბულად წარიმართა. მიუხედავად ცუდი ამინდისა თამაში ხობელი ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმის დასაწყისში შეხვედრის პირველი გოლი „კოლხეთის“ რიგებიდან გელა ლომაიამ გაიტანა, ხოლო მეორე გადამწყვეტი ბურთი სტუმართა კარში ოთარ ფიფიამ შეაგდო.
თამაშს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საბოლოო ანგარიში 2:0 „ხობის „კოლხეთის“ სასარგებლოდ დასრულდა.
03-მარტი-2011
3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება
ძვირფასო დედებო გილოცავთ დედის დღეს!
გისურვებთ სიყვარულს, სულიერ სიმშვიდეს, სიკეთეს თქვენი ლოცვის ძალა არ დაჰკლებოდეს საქართველოს შვილებს.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია.
03-მარტი-2011
დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
3 მარტს დედის დღეს მიეძღვნა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა საზეიმო ღონისძიება, ლიტერატურულ კომპოზიციაში მოსწავლეებმა უდიდესი სითბოთი გამოსახეს ღვთითნაკურთხი, ტრადიციული ღირებულება, რასაც ქართველი ქალი და ქართველი დედა ჰქვია.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა მომავალი თაობის მიერ გულწრფელად ნათქვამი ``გმადლობთ და გილოცავთ დედა!``
02-მარტი-2011
„ბლოკ-ჯორჯია“ ხობის მუნიციპალიტეტში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების ცენტრის პრეზენტაციისათვის ემზადება
2 მარტს „ ასი ახალი საავადმყოფოს“ პროექტით საქართველო-ჩეხეთის ერთიანი საწარმო „ ბლოკ-ჯორჯიას“ მიერ ხობის მუნიციპალიტეტში პოლიკლინიკის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერეს „ბლოკ ჯორჯიის“ გენერალურმა დირექტორმა ბატონმა მამუკა ჯანაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ.
ყურადღება გამახვილდა მშენებლობის ხარისხზე. მარტის თვის დასასრულს საავადმყოფოს ზოგადი პროფილის სტაციონარი, დიაგნოსტიკური ლაბორატორია, ინტენსიური თერაპიისა და საოპერაციო პალატები თანამედროვე აპარატებით აღიჭურვება.
აღინიშნა, რომ მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური დახმარება პროექტის ნიშანდობლიობაა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში რადიკალურად შეცვლის მომსახურების ხარისხს, უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის მობილურობას და შესაბამისად ამ სფეროში შეამცირებს რისკის ფაქტორებს.
01-მარტი-2011
ხობში იდეოგრამული დამწერლობის ნიმუშები აღმოაჩინეს
ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის წვერზე, კოლხურ ნამოსახლარზე დაზვერვითი სამუსაოების შედეგად აღმოჩენილ იქნა ქვევრი, რომლის ტუჩზე გამოსახულია წრეში ჩახატული ჯვარი. სპეციალისტების აზრით, წრეში ჩახატული ჯვარი შემდეგნაირად შეიძლება გაიშიფროს, წრე ნიშანი სრულყოფილებისა, მზისა, მიწისა და სხვა კოსმიური სხეულების გრაფიკული სქემისა, რომელიც მსოფლიოში მრავალ ანბანს დაედო საფუძვლად და მათ შორის ქართულ ასომთავრულსაც. ბოლოდროინდელი აღმოჩენები მიუთითებს რომ შესაძლოა კოლხები იდეოგრამული დამწერლობის ავტორები იყვნენ, ქართულ და უცხოურ არქეოლოგიაში განხორციელებულმა კვლევებმა შესაძლოა სენსაციური აღმოჩენის წინაშე დაგვაყენოს.