ხობი აგრარული რაიონი 2011“21 მარტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ფერმერთა მომსახურების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შეხვდა მუნიციპალიტეტის წარმატებულ ფერმერებს, ფერმერთა ცენტრის წარმომადგენლებს, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს თემატური სამუშაო პროგრამით- ,, ხობი აგრარული რაიონი’’. შეხვედრაზე განსახილველმა აგრარულმა პროგრამამ მოიცვა მუნიციპალიტეტში განვითარებული ყველა აგრო- სფერო. ტერიტორიული ერთეულებიდან წარმოდგენილ იქნენ წარმატებული ფერმერები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა განიხილა მუნიციპალიტეტის რეალური პოტენციალი, რომლის ფარგლებში გამოკვეთა მთავრობის აგრარულ სტრატეგიაში- მიწათმოქმედთა განსაკუთრებულ წვლილი. სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა კლიმატმედეგი სიმინდის ჯიშის პოპულარიზაციასა და მისი აგრო- ვადებში დათესვასთან დაკავშირებით ხელძღვანელობისა და ფერმერების მუდმივ მზაობაზე. ფერმერებს ცხოველთა დააავადებების პრევენციისა და გამოვლენილი დაავადებების წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე რეკომენდაციები და შესაბამისი რჩევები მისცეს დარგის სპეციალისტებმა. გამოიკვეთა პროფესიული სწავლების ცენტრში ადგილობრივი აგრო- სპეციალისტების მომზადების აუცილებლობა. ამ პროცესებში ახლად ჩამოყალიბებული ფერმერთა მომსახურების ცენტრის სამომავლო გეგმებში გათვალისწინების საჭიროება და სახელმწიფო მიმართულებების სრულ განხორციელებაში მუნიციპალიტეტის ყველა რესურსის გაერთიანება. სახელწიფო მიმართულებებზე, აგრო სექტორში განსახორციელებელ ნოვაციებზე ისაუბრა საკრებულოს ფრაქცია,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ ბატონმა თემურ გულუამ, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა გოჩა ქაჯაიამ., ხაზი გაუსვა ფერმერების, სახელწიფო და კერძო სტრუქტურების კოორდინაციის აუცილებლობას, რის ერთ-ერთ მაგალითად შეხვედრის ამგვარი ფორმატი დააასახელა . ფერმერებმა გამოხატეს დადებითი დამოკიდებულება ხელისუფლების მიზანმიმართულ აგრარულ სტრატეგიასთან დაკავშირებით. გამოკვეთა პოზიცია, რომ მათი გამოცდილების გაზიარებისა და ასევე დამატებითი კონსულტაციების მისაღებად შესანიშნავი საშუალებაა ფერმერთა ამგვარი ტიპის შეხვედრები . საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა წარმატებულმა ფერმერმა ბატონმა მოგელი სოსელიამ, რომელმაც წლების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია გაუზიარა საზოგადოებას.ასევე საინტერესო იყო მარცვლეული კულტურების, მეფუტკრეობის, მეციტრუსეობის დარგში მომუშავე მეურნეთა აზრები და ინფორმაციები. ფერმერებს ფერმერული ცენტრის ქმედითობაზე და რეალურ პერსპექტივებზე ესაუბრა ფერმერთა მომსახურების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი გივი შენგელია. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ წარმატებული საოჯახო მეურნეობების შექმნისა და შენარჩუნებისათვის, ტრადიციულობისა და გამოცდილებისათვის, მუნიციპალიტეტის შიდა პროდუქტის შექმნაში შეტანილი წვლილისათვის ხელისუფლების სახელით მადლობა გადაუხადა ფერმერებს. გადასცა მათ გამგეობის საპატიო სიგელი და უსურვა შემდგომი წარმატებები ქვეყნის სასოფლო -სამეურნეო და სამეწარმეო სფეროს გასაძლიერებლად. 21-მარტი-2011საინფორმაციო შეხვედრა „ფერმერთა მომსახურების ცენტრში“აგრარული სექტორის გაძლიერებისაკენ მიმართული საქართველოს მთავრობის ძალისხმევა საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შედის. სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ Bბატონმა ვახტანგ ცხადაიამ , მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დარგის სპეციალისტებთან , ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან, წარმატებულ ფერმერებთან ერთად განიხილა კლიმატმედეგი ჯიშის სიმინდის კულტურით ფერმერთა დაინტერესებისა და ხელშეწყობისათვის სახელმწიფო, სტრატეგიული მიმართულების, სადაზღვევო კომპანიებისა და საბანკო- საკრედიტო სისტემის ჩართვის ფერმერისათვის სასარგებლო, მოქნილი ბიზნეს პოლიტიკის გატარება. . ხაზგასმით აღნიშნა სიმინდის ჰიბრიდული ჯიშის მოსავლიანობის მრავალწლიანი წარმატებული მაჩვენებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში მისი განვითარების აუცილებლობა, რაშიც საქართველოს მთავრობა ყველა აუცილებელ პირობებს უქმნის ფერმერებს. საინფორმაციო რეკომენდაციები გასცეს ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ ისაუბრა მუნიციპალიტეტის სასოფლო- სამეურნეო ტერიტორიის მაქსიმალური ათვისებისათვის საჭირო ღონისძიებებზე. აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში საფუძველი ეყრება მთავარ გარღვევას- შიდა პროდუქტის წარმოებაში არა მარტო ქვეყნისათვის სამყოფ, არამედ ნამატი პროდუქციის შექმნას, რაც მოგვცემს ექსპორტის საშუალებას და გააძლიერებს ამ დარგში დასაქმებული ფერმერების საოჯახო ბიუჯეტს. პასუხი გაეცა მრავალ საქმიან და დარგობრივ შეკითხვას.